საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.
„ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.
2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1%-ია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17%-ია.
2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ - 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი - 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგენს.
III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15%), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6% შეადგინა.













