ოქტომბრის ბოლოსთვის, სომხეთის სამთავრობო ვალი 2025 წლის დასაწყისიდან 10.7%-ით გაიზარდა და 13.661 მილიარდ დოლარს მიაღწია.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ვალის მართვის ბოლო წლების პოლიტიკას ინარჩუნებს: საგარეო სესხები თანმიმდევრულად იცვლება შიდა სესხებით სახელმწიფო ობლიგაციების სახით.

ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, შიდა ვალის წილი 51.8%-დან 53.5%-მდე გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალის წილი 48.2%-დან 46.5%-მდე შემცირდა.