Amazon-მა გამოაცხადა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ინდოეთში 35 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რომელიც ელექტრონული კომერციიდან ღრუბლოვან ტექნოლოგიებამდე სწრაფად მზარდი სფეროების გაფართოებას ისახავს მიზნად.

კომპანია 2030 წლისთვის აქტიურად განავითარებს ხელოვნურ ინტელექტს, ლოგისტიკასა და ინფრასტრუქტურას, ასევე 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას.

ადგილობრივი მოთამაშეების კონკურენციისა და მარეგულირებელი შეზღუდვების მიუხედავად, ინდოეთი Amazon-ისთვის სტრატეგიულ ბაზარად რჩება. კომპანია ასევე გეგმავს ინდოეთის ექსპორტის გაზრდას თავისი პლატფორმის მეშვეობით 2030 წლისთვის 80 მილიარდ დოლარამდე - ამჟამინდელ დონეზე ოთხჯერ მეტი.