2025 წლის 5 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფეხმძიმე ქალის ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე მოწმეები და სპეციალისტები დაკითხებიან, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული აღმოჩდნენ ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ პაციენტის წინაშე განხორციელებულ მოქმედებებთან. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება ტრაბზონის შავი ზღვის საუნივერსიტეტო კლინიკის (KTU Farabi Hospital) გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ქეთევან კაიკაციშვილის მკურნალი ექიმი. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, საქმის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით, საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოდან გამოთხოვილი იქნება ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც ქეთევან კაიკაციშვილის საქმეზე საჯარო ადვოკატირებას ახორციელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ოჯახის ძირითადი პრეტენზია მიმართულია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ სამედიცინო პერსონალის - მეან - გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძის, მეან - გინეკოლოგ ნათია ზამთარაძის, თერაპევტ მამუკა ბაკურიძის, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ შორენა ფოცხიშვილისა და მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ დიანა ჭანუყვაძის მიმართ, რომელიც არ არის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმი და საქმიანობს სხვა კლინიკაში. ამასთან, ორგანიზაციის სამართლებრივი მოთხოვნები გააჩნია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ მიმართაც. კერძოდ, სასამართლოს წარმოებაშია სარჩელი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ზიანის ანაზღაურებას და მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვანის მიმართ სრულწლოვანებამდე რჩენის ვალდებულების მოთხოვნას ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულად გაზიარა მომჩივანი მეუღლის - მერაბ დიასამიძის მოთხოვნა მოწმეთა და სპეციალისტთა გამოკითხვის (ორგანიზაცია, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე არ მოახდენს გამოსაკითხ პირთა იდენტიფიცირებას), სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულად გამოთხოვნის თაობაზე. სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - არც დირექტორი და არც მოპასუხე ექიმები. როგორც კლინიკის, ასევე ექიმების პოზიცია ონლაინ საშუალებით სასამართლო სხდომაზე მათი ინტერესების დამცველებმა წარმოადგინეს. წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ კლინიკა და ექიმები ე.წ. „პროტოკოლური სიმართლის“ „დამტკიცებას“ ისახავს მიზნად. კერძოდ, წარმოდგენილი იქნა კლინიკის წერილი საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით და შესაბამისი შეკითხვებით: „რა არის ქეთევან კაიკაციშვილის სიკვდილის მიზეზი?“, „რამდენად სწორად იქნა დიაგნოსტირებული ქეთევან კაიკაციშვილის დაავადებები კლინიკა „მედინაში“ ცალკეული სპეციალობების მიხედვით“, „რამდენად ადეკვატურად უტარდებოდა ქეთევან კაიკაციშვილს მკურნალობა კლინიკა „მედინაში“, „უზრუნველყო თუ არა კლინიკა „მედინამ“ პაციენტ ქეთევან კაიკაციშვილის მკურნალობისთვის საჭირო შესაბამისი სპეციალობის ექიმებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ინვენტარით“, რომელიც დაკვეთილი იქნა შპს „რეალექსპერტის“ (ს/კ 404470434, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული ადმინისტრაციული დირექტორი: მაია ნიკოლეიშვილი) მიმართ, ხოლო კიდევ ერთი საექსპერტო დასკვნის მომზადება ექიმ დიანა ჭანუყვაძის მიერ დაკვეთილი იქნა შპს „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ვექტორის“ (ს/კ 205051799, დირექტორი: ალექსანდრე გეჯაძე) მიმართ.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლმა არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა სასამართლოს განუმარტა, არსებობდა მოლოდინი, რომ საექსპერტო დასკვნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყველა მხარის შეკითხვების საფუძველზე დაინიშნებოდა, ხოლო ექსპერტიზის ჩამტარებელი იქნებოდა არა კერძო ორგანიზაციები, არამედ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მომჩივანი მხარე დაელოდება კერძო საექსპერტო დასკვნებს, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის შედეგებს და იმოქმედებს შესაბამისი დღის წესრიგით. კითხვაზე, იქნებოდა თუ არა თანახმა კლინიკა და ექიმები, კერძო დასკვნების პარარელურად დანიშნულიყო ერთობლივი ექსპერტიზა, კლინიკის და ექიმების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სრულ პასუხს, მარწმუნებლებთან კონსულტაციის გარეშე, ვერ დაფიქსირებდნენ.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ნებისმიერი კერძო ექსპერტიზა ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მიკერძოებული. უხერხულობას იწვევს ის ფაქტი, რომ კლინიკა „მედინამ“ და ექიმებმა, ზოგადად, გადაწყვიტეს რაიმე არგუმენტის შექმნა იმ ქმედებებზე, რაც ახალგაზრდა ადამიანის სიკვდლით დასრულდა. საქმეზე წარმოდგენილია 2024 წლის 31 იანვრიდან - 5 მარტის მდგომარეობით, ქეთევან კაიკაციშვილის მიმართ, დღეების, საათებისა და წუთების მიხედვით, ყველა მოქმედი და მონაწილე პირის ჩართულობით განხორციელებული ქმედებების სრული და დეტალური აღწერილობითი დოკუმენტი, რომელიც ერთვის საქმეს და გამოქვეყნდება საჯაროდაც.
არჩილ კაიაკციშვილის განცხადებით, სიურცხვეს, რომელსაც კლინიკა გვთავაზობს, პატივცემულ ექსპერტებს აყენებს მორალური დილემის წინაშე და ცხადი ხდება, რომ როგორც კლინიკა, ასევე ექიმები თავის გადარჩენის გზას ადგას. კანონი და სამართალი ყველა მათგანს, როგორც არასდროს აქამდე, თან არავის მხრიდან, დღეს ყველა მათგანს ისე მოსთხოვს პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, კლინიკა და ექიმები თვითმხილების და თვითგანადგურების გზას დაადგნენ. ჩვენ ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე უკვე დავკარგეთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ გადაიხდიან ფულს და „იყიდიან საქმეს“, გადაიხდიან ფულს „სასურველ დასკვნაში“ ან გადაიხდიან ფულს და „მიიღებენ იურიდიულ მომსახურებას“, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ვითარებაში, რომელიც შენ თვითონ შექმენი და წინ მიცვალებული გიდევს, ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე - ცოდვით დამძიმებული თეთრი ხალათი ყველა სხვა სიცოცხლის უპირობო საფრთხეა და ადამიანის სიცოცხლე მორიგი სტატისტიკა არ უნდა გახდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სამართლის ჯგუფმა შეისწავლა სამედიცინო საქმის მასალები, აღდგენილი იქნა გარდაცვლილი ქეთევან კაიკაციშვილის მოპასუხე კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან 2024 წლის 28 იანვრიდან 2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით კომუნიკაციის, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების, დაყოვნების, კრიტიკული მდგომარეობის სრული სურათი. დეტალურად, ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულობით დოკუმენტირდა ქეთევან კაიკაციშვილისა და ოჯახის წევრების ურთიერთობა კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან, მოხდა შექმნილი ვითარების კრიტიკული ანალიზი, სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების ქცევის შესახებ მომზადდა დეტალური კვლევა და ანგარიში, რაც ცალსახად ტოვებს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და ექიმების ერთობლივ სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, აღდგენილი და დოკუმენტირებული იქნა ქეთევან კაიკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარება ბათუმიდან ტრაბზონში გადაყვანისა და დაყოვნების მთელ პერიოდზე (ვრცელი გამოქვეყნებული მასალა იხ. https://barristers.ge/ge/page/news_item/1950)
ორგანიზაცია, არსებული კვლევის საფუძველზე აღნიშნავს, რომ როგორც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კლინიკის, ასევე ექიმების გაუფრხილებლობით, არასათანადო სამედიცინო დახმარების, არასწორი და მცდარი მკურნალობის, პაციენტის მიმართ აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე, ქეთევან კაიკაციშვილს 2024 წლის 6 თებერვლიდან 12 თებერვლის პერიოდში, განუვითარდა პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეპტიცემია, სეპტიური შოკი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის მწ. უკმარისობა, საჭვო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. მოპასუხე კლინიკამ და მოპასუხე ექიმებმა არათუ აღმოფხვრეს პაციენტის წინაშე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ არსებული მწვავე განვითარება და გამოვლინებები არ შეატყობინეს და დაუმალეს პაციენტის ოჯახს, რამაც საბოლოოდ, ქეთევან კაიკაციშვილის დაღუპვა, ახალშობილის კი - გადარჩენა გამოიწვია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2024 წლის 11 მარტს, შეხვედრა შედგა ჯუმბერ უნგიაძესთან. მთავარ კითხვაზე, თუ რატომ დადგა ფატალური შედეგი, რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და სად და როდის იქნა დაშვებული შეცდომა, ჯუმბერ უნგიაძემ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად განმარტა, რომ „ადგილი ჰქონდა ხარვეზს. ჩვენ დავუშვით ხარვეზი“ (სტილი დაცულია). ჯუმბერ უნგიაძის განმარტებით, დაშვებული ხარვეზი გამოიხატებოდა თავდაპირველი პაციენტის სიპტომების არაჯეროვან შეფასებასა და არასათანადო სამედიცინო დახმარებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ქეთევან კაიკაციშვილის მეუღლე მერაბ დიასამიძე (სარჩელის ჩაბარების მიზნით), 2025 წლის 17 ივნისს იმყოფებოდნენ კლინიკაში და შეხვდნენ ექიმებს: ჯუმბერ უნგიაძეს, ნათია ზამთარაძეს, მამუკა ბაკურიძესა და შორენა ფოცხიშვილს, რა დროსაც ჯუმბერ უნგიაძემ დასახელებული ექიმების თანდასწრებით დასმული კითხვის საპასუხოდ კვლავ დაადასტურა 11.03.2024 გამოთქმული პოზიცია პაციენტის წინაშე დაშვებული ხარვეზის თაობაზე.
მხარე, წინამდებარე დავის ფარგლებში ადასტურებს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის სიკვდილი დამდგარია მოპასუხე დაწესებულებისა და მოპასუხე ექიმების გაუფრხილებლობით, არასათანადო სამედიცინო დახმარების, არასწორი და მცდარი მკურნალობის, პაციენტის მიმართ აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე. შესაბამისად, მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს დაიცვას სარჩოს მიმღები პირის - არასრულწლოვანი შვილის ინტერესები და მოპასუხეებს დაეკისროთ სარჩოს გადახდა მარჩენალის გარდაცვალების დროიდან - არასრულწლოვანის სრულწლოვანებამდე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის საქმეზე საჯარო ინტერესის შექმნა ემსახურება სამართლიანობის აღდგენას. ორგანიზაციას გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება, თუ რამდენად დაუცველია პაციენტის უფლებები და რთული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა თითოეულ ფატალურ სამედიცინო შემთხვევაზე. ხშირ შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახი ვერ ახდენს დარღვეული უფლების რეალიზებას, ვერ მოიძიებს სამართლებრივ მრჩეველს, ვერ ახდენს ადვოკატის დაქირავებას, დამოუკიდებლად არ შესწევს ძალა მოიძიოს საჭირო დოკუმენტაცია და მოამზადოს სარჩელი. იმყოფება სტიგმატირებული შეხედულებების ქვეშ, როდესაც საკითხი შეეხება კლინიკის ან რომელიმე ექიმის კავშირებს, ძალაუფლებას, არ აქვს ნდობა გამოძიების ან სასამართლოს სამართლიანობის მიმართ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ამჯობინებს უარი თქვას სამართლებრივ დავაზე ან სასამართლოს გარეშე შეუთანხმდეს კლინიკას, ექიმს.
ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ კლინიკის, ექიმებისა და საზოგადოების საყურადღებოდ განმარტავს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის საქმეს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა და ნებისმიერი ფაქტი, პოზიცია და შედეგი იქნება გამოვლენილი, შეფასებული და ცხადი, რათა კანონიერების პრინციპის დაცვით, ერთის მხრივ მოხდეს განსაზღვრული (დამსახურებული) პასუხისმგებლობის დაკისრება, მეორეს მხრივ დაზარალებული ოჯახისთვის დამდგარი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრა.
ამასთან, 2024 წლის 13 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ქეთევან კაიკაციშვილის სამოქალაქო სამართალწარმოებას პირადად ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმართავს, ხოლო სისხლის სამართალწარმოებას ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი - ნიკა სადრაძე.
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და სამედიცინო პერსონალის - მეან - გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძის, მეან - გინეკოლოგ ნათია ზამთარაძის, თერაპევტ მამუკა ბაკურიძისა და, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ შორენა ფოცხიშვილის ინტერესებს: ირაკლი წივწივაძე წარმოადგენს, ხოლო მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ დიანა ჭანუყვაძის ინტერესებს: თამარ მებონია და ლაშა გოგინაშვილი.
აჭარაში მოქმედმა არაერთმა ადვოკატმა საქმის წარმოებაზე კლინიკას და ექიმებს უარი განუცხადეს. არც კლინიკას და არც ექიმებს სასამართლოსთვის ამ დროიმდე ფორმალური შესაგებლის გარდა (სარჩელზე პასუხი) არავითარი პოზიცია არ წარმოუდგენიათ. სასამართლომ 2025 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე წარმოდგენილ საპროცესო დოკუმენტაციას უწოდა არაკვალიფიციური და განმარტა, რომ ფაქტი უმძიმესია და არ უნდა დგებოდეს ასეთი შედეგი.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გულიკო კაჟაშვილი განიხილავს. საქმეზე სამართალწარმოების კონკრეტული თარიღის გარეშე გადაიდო.













