სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორკ პაპოიანმა 30 ივლისს სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ სომხეთმა კონიაკის საქართველოდან ექსპორტის საკითხი ძირითადად მოაგვარა.
მისი თქმით, ერთი დღით ადრე, სომხური კონიაკით დატვირთული 27 სატვირთო მანქანა საქართველოს საბაჟო ტერმინალ „გეზიდან“ რუსეთში გაიგზავნა. კონიაკით დატვირთულმა კიდევ ერთმა სატვირთო მანქანამ შემოწმება ვერ გაიარა.
პაპოიანმა კომპანიებს მადლობა გადაუხადა მოთმინებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.
საქართველოს საბაჟოზე სომხური კონიაკით დატვირთული სატვირთო მანქანები ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული.