რუსეთში ყველაზე ხშირად მოპარული ავტომობილი Lada-ა.

მონაცემები სადაზღვევო კომპანია VSK-ზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, რუსული ავტომობილები ქურდობის 24%-ს შეადგენენ.

შემდეგ მოდიან Kia (19%) და BMW (9%).

2025 წლის პირველ ნახევარში, ასეთი ინციდენტების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა.

მათი უმეტესობა მოსკოვში ფიქსირდება, სადაც ქურდობის 28% ხდება.