ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა.

ტოკიოს აოიამას ფერმერულ მარკეტში (Aoyama Farmers’ Market), სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს გაცნობისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინო, ასევე, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს კერძები.

აოიამას ფერმერული მარკეტი ტოკიოს ერთ-ერთიგამორჩეული ფერმერული ბაზარია, რომელიც მაღალიხარისხის პროდუქციაზეა ორიენტირებული. მას ღვინის მომხმარებლებთან ერთად HoReCa სექტორისწარმომადგენლები და შეფ-მზარეულებიც სტუმრობენ.

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენის მიზანს იაპონელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის, ვაზის მრავალფეროვნებისა და მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორიის გაცნობა წარმოადგენდა.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართულიღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზემისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.