“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის უწყვეთ განახლებას, რათა გაზრდილი მოხმარების პირობებშიც სწრაფი და ხარისხიანი კავშირი გქონდეს.
ივლისში „სელფის“ ქსელს 5 საბაზო სადგური დაემატა - თბილისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. Ამასთან, უკვე არსებული სადგურები 92 ლოკაციაზე გაძლიერდა - მოდერნიზაცია
ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, კოპიტნარსა და აჭარის
დასახლებებში. შედეგად:
• მთელი ქსელის მასშტაბით 5G-ით ფაილების ატვირთვის სიჩქარე თითქმის 16%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების, ვიდეოების და სხვა დიდი
მოცულობის ფაილების გაზიარება გაცილებით უფრო სწრაფად შეგიძლია;
• თბილისში გაიზრდა ინტერნეტით ფაილების ჩამოტვირთვის და ატვირთვის სიჩქარე,
მათ შორის 5G-ით ატვირთვის სიჩქარე 17.4%-ით გაიზარდა;
• რუსთავში ქსელის რეაგირების დრო თითქმის მეოთხედით, 24%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე თითქმის 15%-ით გაიზარდა;
• ბათუმში 4G ქსელის რეაგირების დრო 15.3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G-ით ატვირთვის საშუალო სიჩქარე გაორმაგდა;
• 4G ქსელმა, მაის–ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 7.2%
ით მეტი ინტერნეტ ტრაფიკი გაატარა და მოემსახურა 4.4%ით მეტ აქტიურ
მომხმარებელს. გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, ქსელის მასშტაბით ხარისხი იყო სტაბილური, ხოლო არაერთ ქალაქსა და რეგიონში - გაუმჯობესდა;
• Ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ზრდა გვაქვს გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქუთაისში, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში;
• აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში 5G-ით ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ყველაზე მაღალი ზრდა იყო.
"სელფი” უწყვეტად მუშაობს ქსელის გაუმჯობესებაზე, რომ ყოველდღე კიდევ უფრო სანდო და სტაბილური კავშირი გქონდეს.












