თუ მცირე ბიზნესს მართავ ეს 8 ონლაინ კურსი შენთვისაა - გაეცანი Business...
საქართველოს ბანკის
საგანმანათლებლო
პლატფორმაBusinesscourse.ge მცირე და
საშუალო ბიზნესებს სწორედ
ამ მიმართულებით ეხმარება -
პრაქტიკული, სრულად
დაფინანსებული ონლაინ
კურსებით, რომლებიც
თანამედროვე ბიზნესის
რეალურ საჭიროებებზეა
მორგებული. თუ გსურს, რომ
შენი ბიზნესი უფრო
ორგანიზებული,
კონკურენტუნარიანი და
ციფრულად გამართული
გახდეს, ეს 8 კურსი
განსაკუთრებით
დაგაინტერესებს.მონაცემებზე
დაფუძნებული
გადაწყვეტილებებიდღეს
ბიზნესში ინტუიცია ხშირად
აღარ არის საკმარისი -
სწორი გადაწყვეტილებები
მონაცემებზე დაყრდნობით
მიიღება. ეს კურსი
დაგეხმარება გაიგო, როგორ
გამოიყენო მონაცემები
სტრატეგიული
გადაწყვეტილებების
მისაღებად და როგორ
ჩამოაყალიბო
ორგანიზაციაში
მონაცემებზე დაფუძნებული
კულტურა. კურსს უძღვება
ქრისტინე ლორთქიფანიძე,
კვლევისა და
საკონსულტაციო კომპანია
„ანოვას“
თანადამფუძნებელი.პროდუქტის
განვითარებაბიზნესში
ბევრი კარგი იდეა იბადება,
თუმცა მათი რეალობად ქცევა
- დიდი გამოწვევაა ხოლმე.
ამიტომაც, პროდუქტის
განვითარების კურსზე
გაეცნობი პრაქტიკულ
მეთოდებს, რომლებიც
დაგეხმარება იდეა რეალურ
პროდუქტად აქციო, არსებული
სერვისი გააუმჯობესო და
თანამედროვე მიდგომები
დანერგო. კურსს უძღვება
ბრენდისა და პროდუქტის
დიზაინერი ერეკლე
ინაშვილი.Canva მცირე და
საშუალო ბიზნესისთვისთუ
გსურს, რომ შენი ბიზნესი
სოციალურ მედიაში უფრო
პროფესიონალურად
გამოიყურებოდეს, Canva-ს კურსი
ერთ-ერთი ყველაზე
პრაქტიკული არჩევანია. აქ
ისწავლი, როგორ შექმნა
ვიზუალურად გამართული
სოციალური მედიის პოსტები,
ვიდეოები და მარკეტინგული
მასალები, რომლებიც
მომხმარებელზე
შთაბეჭდილებას მოახდენს.
კურსს ციფრული მარკეტერი
ლაშა ხორგუაშვილი
უძღვება.საჯარო გამოსვლის
უნარებიგაიარეთ
ბიზნესკურსი საჯარო
გამოსვლის უნარების
შესახებ და გახდით უკეთესი
პრეზენტატორი. ამ კურსით
გაიგებთ, რატომ არის
აუცილებელი თქვენი
ბიზნესის წარმატებისთვის
საჯარო გამოსვლისა და
დარწმუნების უნარები და
როგორ შეგიძლიათ მისი
განვითარება. კურსს
უძღვება რუსუდან
კვაჭანტირაძე, ICF-ის მიერ
სერთიფიცირებული PCC
ქოუჩი.ელექტრონული
კომერციაონლაინ გაყიდვები
უკვე დიდი ხანია, ბიზნესის
ზრდის ერთ-ერთ მთავარ
მიმართულებად იქცა.
ელექტრონული კომერციის
კურსი გასწავლის, როგორ
შექმნა ონლაინ მაღაზია,
რომელი პლატფორმები
გამოიყენო, როგორ
დაგეხმარება ხელოვნური
ინტელექტი და რა როლი აქვს
ციფრულ მარკეტინგს
წარმატებული eCommerce ბიზნესის
განვითარებაში. მას
ელკომერციის სპეციალისტი,
თორნიკე აფხაზი უძღვება.MS
Excel-ის გამოყენებაExcel დღემდე
ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტია მცირე
ბიზნესისთვის. კურსზე
ისწავლი, როგორ შექმნა
გამართული და მარტივად
სამართავი ფაილები, როგორ
დაამუშაო მონაცემები და
გამოიყენო დაგროვილი
ინფორმაცია ეფექტური
ბიზნესგადაწყვეტილებების
მისაღებად. კურსს უძღვება
ელექტრონული აკადემიის
დამფუძნებელი და MS Excel-ის
ტრენერი გიორგი
დათუკიშვილი.პროექტების
მართვანებისმიერ
ბიზნესში, სადაც რამდენიმე
პროცესი ერთდროულად
მიმდინარეობს, პროექტების
მართვის უნარი აუცილებელი
ხდება. ამ კურსზე გაიგებ,
როგორ იგეგმება პროექტი, რა
ეტაპებს გადის იდეიდან
განხორციელებამდე და
როგორია წარმატებული
პროექტის მართვის
მეთოდოლოგია. კურსს
პროექტების მართვის
სპეციალისტი ვანო
ნადირაძე
უძღვება.კონტენტის
მენეჯმენტიდღეს
მომხმარებელთან
ურთიერთობის დიდი ნაწილი
ციფრულ სივრცეში
მიმდინარეობს. სწორედ
ამიტომ, მნიშვნელოვანია
იცოდე, როგორ წარადგინო
შენი პროდუქტი ან
მომსახურება სოციალურ
მედიაში ისე, რომ სასურველ
აუდიტორიამდე სწორად
მიაღწიო. კონტენტის
მენეჯმენტის კურსი ამ
პროცესის უკეთ გააზრებაში
დაგეხმარება. კურსს ესერტი
კონტენტ სტუდიოს
დამფუძნებელი, ლიანა
მეტრეველი
უძღვება.Businesscourse.ge-ის მთავარი
უპირატესობა ისაა, რომ
კურსები შეგიძლია საკუთარ
ტემპში გაიარო, მაშინ, როცა
შენთვის მოსახერხებელია.
პლატფორმაზე განთავსებული
მასალები ადგილობრივ,
პრაქტიკულ გამოცდილებასა
და თანამედროვე ბიზნეს
ტენდენციებზეა
დაფუძნებული, რაც მცირე და
საშუალო ბიზნესებს რეალურ
განვითარებაში
ეხმარება.თუ გინდა, რომ
შენი ბიზნესი უფრო
ეფექტურად მართო,
პროცესები გაამარტივო და
თანამედროვე ციფრულ
გარემოს უკეთ მოერგო -
Businesscourse.ge-ზე შენთვის საჭირო
ცოდნას აუცილებლად იპოვი.
1786435761