საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედამიტომ, გაერთიანებული მსოფლიო სკოლების(UWC) ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა 15-17 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელო ნსწავლა.

პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული მსოფლიოსკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვაერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზითშეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადიმომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა დაკოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორისკანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში.

საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო და უკვეგამოავლინა 2 სტიპენდიატი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართველ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას დაიცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოშითანატოლებთან ერთად.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულისა განმანათლებლო პროგრამების შესახებდეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთვებგვერდს.

მოსწავლეებისთვის შექმნილი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: georgia@uwcnc.org