ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ოფიციალურად შევიდა ინდოეთის ბაზარზე მუმბაიში პირველი შოურუმის გახსნით.
ამის შესახებ 15 ივლისს The Indian Express იტყობინება.
„ელექტრომობილების გიგანტმა Tesla-მ გამოაცხადა თავისი Model Y SUV-ის ფასები, რაც ავტომწარმოებლის ინდოეთის ბაზარზე ოფიციალურ შესვლას აღნიშნავს“, - ნათქვამია გამოცემაში.
დაზუსტებულია, რომ ავტომობილი მხოლოდ უკანა წამყვანი თვლებით ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება ინდოეთში 5.9 მილიონი რუპია (68.7 ათასი აშშ დოლარი) იქნება.
გაყიდვები 2025 წლის ბოლოს დაიწყება.