სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „1994 წლიდან, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მოლაპარაკების პროცესი ტარდებოდა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანში დაბრუნებაზე“.

„მოლაპარაკების პროცესს სხვა შინაარსი არ ჰქონდა. სომხეთის რესპუბლიკაში დისკურსები სხვა შინაარსის შესახებ დაინერგა მხოლოდ შიდაპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად.

ამ კონტექსტში დიდი შეცდომა დავუშვი. 2018 წელს, როცა მოლაპარაკებების შინაარსს გავეცანი, საკუთარ თავთან არ ვაღიარე ზემოთ აღნიშნული (ჩემი პატრიოტიზმი დისკურსების ცნობილი მოდელიდან არ მაძლევდა ამის საშუალებას) და, შესაბამისად, არ ავუხსენი ეს ყველაფერი ხალხს. “, - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.