2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.2% შეადგინა
ყოველთვიური ინფლაციის
მაჩვენებლის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 8.2%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე 0.37 პ.პ.-ით
აისახა. ფასები გაიზარდა
როგორც ფეხსაცმლის (16.9%), ისე
ტანსაცმლის (4%) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო
სასმელები: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 0.3%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე 0.15 პ.პ.-ით
აისახა. აღნიშნულ პერიოდში
ფასები გაიზარდა
ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი
და სხვა ტკბილეული (3.2%),
თევზეული (2.9%), პური და
პურპროდუქტები (2.5%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (2%), ბოსტნეული და
ბაღჩეული (0.5%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (0.5%).
ამასთან, ფასები შემცირდა
ქვეჯგუფებზე: ხილი და
ყურძენი (-8.4%), რძე, ყველი და
კვერცხი (-0.6%), ზეთი და ცხიმი
(-0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4%);
ალკოჰოლური სასმელები,
თამბაქო: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 1.2%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინდექსში 0.08
პ.პ. შეადგინა. ფასები
გაიზარდა როგორც თამბაქოს
ნაწარმზე (1.7%), ისე ალკოჰოლურ
სასმელებზე (0.8%). წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო
სასმელები: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 3.88 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (21%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (17.2%), თევზეული (16.9%),
ზეთი და ცხიმი (13.9%), პური და
პურპროდუქტები (12.4%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (10.4%), ყავა, ჩაი და
კაკაო (10.2%), რძე, ყველი და
კვერცხი (8.1%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (4.9%);
ჯანმრთელობის
დაცვა: ჯგუფში ფასები
მომატებულია 8.9%-ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 0.75 პ.პ.-ით
აისახა. ფასები გაიზარდა
ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურების (9.3%),
საავადმყოფოების
მომსახურების (9.2%) და
სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურის და
მოწყობილობის (8%)
ქვეჯგუფებზე. ალკოჰოლური
სასმელები, თამბაქო: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 5.6%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36
პ.პ. შეადგინა. ფასები
გაიზარდა როგორც თამბაქოს
ნაწარმზე (7.2%), ისე ალკოჰოლურ
სასმელებზე (3.9%).
1762158060