გალტ & თაგარტის 16–20 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი კომპანიის აქციების ფასები ძირითადად მინუსში იყო. წინა კვირასთან შედარებით კი მხოლოდ საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები გაძვირდა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.18% წინა კვირასთან შედარებით და -3.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 433 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.70 - 48.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.16% წინა კვირასთან შედარებით და -2.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 484 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.05 - 31.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.08% წინა კვირასთან შედარებით და - 0.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 433 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.24 - 11.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.