თიბისი უზბეკეთმა (TBC UZ), ქვეყნის უდიდესმა ციფრულმა ბანკმა, 37 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა მისი უმსხვილესი აქციონერისგან TBC Bank Group PLC-ისგან. ამ ინვესტიციამ კაპიტალის მოცულობა 75 მილიონ დოლარამდე გაზარდა

უზბეკეთის უმსხვილესი ციფრული ბანკი, TBC UZ, არის TBC Uzbekistan-ის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს Payme ციფრული გადახდების აპლიკაციას და Payme Nasiya განვადებით საკრედიტო ბიზნესს.

თიბისი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით:

„თიბისი უზბეკეთი (TBC UZ) ჯგუფის წმინდა მოგების (TBC Bank Group PLC) 9 პროცენტის გენერირებაში მონაწილეობს  და წარმოადგენს ჯგუფის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების პორტფელის 44 პროცენტს, მისი როლი ჩვენს ჯგუფში მნიშვნელოვანია და ის გაიზრდება“.

2024 წელს TBC უზბეკეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა დაფარვა და 2024 წლის სექტემბრისთვის მიაღწია 17 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს. ეს ნიშნავს, რომ უზბეკეთის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი იყენებს საბანკო ეკოსისტემის მომსახურებებს, რაც აძლიერებს TBC უზბეკეთისს, როგორც წამყვან ციფრულ საბანკო ეკოსისტემას ცენტრალურ აზიაში.

TBC UZ-მა ასევე უზრუნველყო 105 მილიონი დოლარის საბითუმო დაფინანსება 2024 წლის განმავლობაში, რადგან ციფრული ბანკი აგრძელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ციფრული ბანკის სასესხო პორტფოლიომ აჩვენა ძლიერი ზრდა, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში 99 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მიაღწია 460 მილიონ დოლარს.

ამ წლის დასაწყისში კომპანიამ შექმნა TBC Business - ქვეყანაში პირველი სრულად ციფრული საბანკო სერვისი, რომელიც ემსახურება ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესს და ინდივიდუალურ მეწარმეებს.

გარდა ამისა, თიბისი უზბეკეთმა დადო სტრატეგიული პარტნიორობა Visa-სა და Mastercard-თან, რამაც საშუალება მისცა მომსახურების გაფართოებული სპექტრის მიწოდებას და გააძლიერა ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზების შესაძლებლობა.

თიბისი უზბეკეთს უკვე ჰყავს 17 მილიონი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებელი და გამოიყენებს ამ ახალ კაპიტალს შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ის აგრძელებს მომგებიანად მაშტაბირებას და შეთავაზების დივერსიფიკაციას.