2024 წლის ნოემბერში კომერციული ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ  28 247,10 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით მეტია, ხოლო ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იანი კლებაა.

სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნოემბრის ბოლოსთვის ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ  28 545,72 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში 25 158,13 მლნ ლარი.

არსებულ დეპოზიტებში 42%-ი ვადიან დეპოზიტებზე მოდის, სადაც 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტები ლიდერობენ. 2024 წლის ნოემბერში ვადიანი დეპოზიტების მაჩვენებელმა 14 672,30 მლნ ლარი შეადგინა.

ნოემბრის მონაცემებით, დეპოზიტების საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 10,20%-ი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი 10,10%-ის დონეზე იყო. ვადიანი დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი ნოემბერში 11,05%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების 8,25%-ზე.