ნათია ჯანაშია ივანიშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს
როგორც ორგანიზაციაში
აღნიშნავენ, მონიტორინგის
დაწყების პირველივე
ხანებში შეისწავლეს ნათია
ჯანაშიას მიერ ბრიტანულ
სასამართლოში შეტანილი
სარჩელი და აღმოაჩინეს, რომ
იგი პოლიტიკური ელფერით
ცდილობდა მისს გაჯერებას,
სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ
სასამართლოს ეს სარჩელი
განსახილველად
მიეღო.“მონტორინგის
საწყის ეტაპზევე, ჩვენ
ნათლად დავინახეთ, რომ
ნათია ჯანაშიას მხრიდან
სახეზე გვქონდა ორი
ურთისაპირისპირო ქმედება.
ერთის მხრივ, საქართველოში
ხელისუფლებისადმი
ლოიალური და მხარდამჭერი
დამოკიდებულების აქტიური
დემონსტრაცია და
შესაბამის ლობისტებზე ამ
სახით მანიპულირება, ხოლო,
მეორეს მხრივ, ბრიტანეთის
სასამართლოში მოქმედი
ხელისუფლების, ბიძინა
ივანიშვილის
ხელისუფლების, ოლიგარქიულ
რეჟიმად წარმოჩენა და
სახელისუფლებო შტოების
კორუმპირებულობაზე
აქცენტირება. სავარაუდოდ,
ნათია ჯანაშიას მიაჩნდა,
რომ ეს მას ბრიტანეთში
სარჩელის შეტანის
დასაბუთებაში უნდა
დახმარებოდა.ნათია
ჯანაშია სარჩელში მოქმედ
ხელისუფლებას, - ბიძინა
ივანიშვილის
ხელისუფლებას, უწოდებს
კორუმპირებულ და
ოლიგარქიულ რეჟიმს, ხოლო
საქართველოს სახელმწიფოს -
კორუმპირებულ ქვეყანას,
რომელმაც გადაუხვია
ევროპის გზიდან
რუსეთისკენ.ეს
წინააღმდეგობრივი
მიდგომა, თავისთავად
მიუთითებს, რომ დავის
პროცესში ნათია
ჯანაშიასთვის სიმართლე და
ფაქტობრივი გარემოებები
საერთოდ არ არის მთავარი
დასაყრდენი. მთავარია, ის,
თუ კონკრეტულ მომენტში
რომელი სცენარი მოუტანს
მეტ სარგებელს და ვის და
რას გამოიყენებს უკეთ”, –
მიაჩნიათ
აფბაში.ორგანიზაციაში
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ
სარჩელში გამოყენებული
ნარატივი ეწინააღმდეგება
დავის სამართლიანად
წარმოების ფუნდამენტურ
პრინციპებს და სიყალბის
ტირაჟირებას ემსახურება.
ერთი საკითხია, როცა
სარჩელში ნათია ჯანაშია
პირდაპირ წერს, რომ „ის
საქართველოში ეფექტიან
სასამართლო საშუალებებზე
ხელმისაწვდომობის გარეშე
დარჩა, ვინაიდან
საქართველოს სასამართლო
სისტემაში არსებობს
სერიოზული პრობლემები
სასამართლოს
დამოუკიდებლობის კუთხით
(ამონარიდი სარჩელიდან) .-
ასეთი და ნებისმიერი სხვა
სახის მოსაზრების ქონა,
ცხადია, მისი უფლებაა,
მაგრამ მეორე საკითხია ის,
რაც სარჩელის ამ პუნქტის
შემდგომ ნაწილში ნათია
ჯანაშიამ წარმოაჩინა და
რაც ნათლად მეტყველებს
მისი ჩანაფიქრის
ფიქციურობაზე და ქმედების
არაკეთილსინდისიერებაზე. -
ამბობენ ორგანიზაციაში და
მიუთითებენ ციტატაზე
სარჩელიდან. კერძოდ, კი
პუნქტის იმ ნაწილზე, სადაც
ნათია ჯანაშიამ
მოსამართლეები, რომლებმაც
საქართველოში მისი
სარჩელები განიხილეს,
პროვოკაციულად,
ყოველგვარი საფუძვლისა და
მტკიცებულებების გარეშე
დააკავშირა სხვა
მოსამართლეებს, რომელთა
მიმართაც ბრიტანეთის, აშშ-ს
და უკრაინის
ხელისუფლებებმა სანქციები
გამოიყენეს.აფბაში
აცხადებენ, რომ სარჩელში
წერია შემდეგი:
„მოსამართლეები, არჩილ
კოჭლამაზაშვილი და ლაშა
თავართქილაძე მუშაობენ იმ
სისტემაში, რომლის მთავარი
მოქმედი პირები
დასანქცირებულები არიან
აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და
უკრაინის ხელისუფლებების
მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი
ბრიტანეთის საგარეო,
თანამეგობრობის და
განვითარების სამინისტრომ
სანქციები დაუწესა ორ
სასამართლო ფიგურას,
მიხეილ ჩინჩალაძეს და
ლევან მურუსიძეს.
მოსარჩელეს (ნათია
ჯანაშიას) სჯერა, რომ
სასამართლო სისტემაში
არსებული ზეგავლენებისა
და გავლენების ჯაჭვის
გათვალისწინებით, ასევე
სასამართლო
დამოუკიდებლობასთან
დაკავშირებით
საერთაშორისო შეშფოთების
ცნობაში მიღებით,
საქართველოში მისი
საქმეების სამართლებრივი
საფუძვლების მიხედვით
განხილვას არანაირი
გონივრული პერსპექტივა არ
აქვს”. (ციტატის
დასასრული-სარჩელის
ამონარიდი).“სარჩელში
პერსონალური თავდასხმის
მთავარ ობიექტებად
დასახელებულნი არიან:
არჩილ კოჭლამაზაშვილი –
საქართველოს უზენაესი
სასამართლოს უვადოდ
არჩეული მოსამართლე და
იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრი. ლაშა
თავართქილაძე – თბილისის
სააპელაციო სასამართლოს
უვადოდ დანიშნული
მოსამართლე.ფაქტია,
არცერთი აღნიშნული
მოსამართლე არ იმყოფება
ამერიკის შეერთებული
შტატების, დიდი ბრიტანეთის
ან სხვა რომელიმე
სახელმწიფოს სასანქციო
სიებში. მიუხედავად ამისა,
ჯანაშიას სარჩელში მათი
სახელები პირდაპირ და
მიზანმიმართულად არის
დაკავშირებული
დასანქცირებულ
ფიგურებთან, რაც მათ შორის,
სხვა არაფერია, თუ არა იმის
მცდელობა, რომ
მოსამართლეები მოექცნენ
საერთაშორისო
პარტნიორების მხრიდან
პოტენციური სანქცირების
შიშის ქვეშ, რაც
ფსიქოლოგიური ზეწოლისა და
ინსტიტუციური შანტაჟის
კლასიკური ნიშანია”, -
აცხადებენ
აფბაში.ორგანიზაციაში
ამბობენ, რომ პრინციპში,
იმთავითვე სრულიად
გასაგები იყო, ერთი
შეხედვით გაუგებარი
საქციელი, ანუ ის, თუ რაში
დასჭირდა სარჩელში
ქართველი მოსამართლეების
პროფესიონალიზმისა და
დამოუკიდებლობის
დაკნინება ნათია ჯანაშიას
და რაც მთავარია, ბიძინა
ივანიშვილის ხელისუფლების
ოლიგარქიულ რეჟიმად
მოხსენიება, რომელმაც
ევროპის გზიდან
რუსეთისკენ
გადაუხვია.იკითხება, რომ
ეს “თაღლითური ხრიკი” -
პოლიტიკური კონტექსტი
მიაკერონ და დააკავშირონ
იგი “საქართველოს
განათლების ჯგუფთან”
დავასთან, ჯანაშიამ მხოლოდ
იმიტომ გამოიყენა, რომ
როგორმე ლონდონის
სასამართლო საქმის
მიღებასა და შემდგომში
განხილვაზე დაიყოლიოს.
შესაბამისად, შეგვიძლია
გარანტირებულად
განვაცხადოთ, რომ ასეთი
სიყალბე მყისიერად
გამომჟღავნდება და ნათია
ჯანაშიას მოუწევს თავის
მართლება უკვე ლონდონელი
მოსამართლეების შეცდომაში
შეყვანის
მცდელობისთვის.უპრეცედენტოა,
რომ ნათია ჯანაშიამ
ლონდონის სარჩელში
კორუფციაში,
არაპროფესიონალიზმსა და
დამოუკიდებლობის
არარსებობაში
დაადანაშაულა არამარტო
კონკრეტული
მოსამართლეები, ან თუნდაც
საქართველოს სასამართლო
სისტემა მთლიანად და
საქართველოს ყველა
მოსამართლე, არამედ
ბიძინა ივანიშვილის
ხელისუფლება”, – აცხადებენ
აფბას მონიტორინგის
სამსახურში.
1784014973