მე ამაზე პასუხს არ გაგცემთ, ვინაიდან ჩემი მოცულობები და ის 15 ათასი თავისთავად მეტყველებს, სად ვტვირთავ მეტს და სად ვტვირთავ ნაკლებს, - ასეთია კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებლის ზურაბ მარგველაშვილის პასუხის „ქრონიკის“ კითხვაზე, თუ რამდენად არის მართებული ერთი მხრივ ისაუბრო პროევროპულობაზე და მეორე მხრივ ფინანსური სარგებელი მიიღო ოკუპანტი ქვეყნისგან.

ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები პროდუქცია შეაქვს.

„ჩვენ თავის დროზეც რუსეთში ძალიან ცოტას ვტვირთავდით და 2 წლის განმავლობაში საერთოდ ნული გვაქვს გადატვირთვა“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა იმ კომპანიების სია გაასაჯაროვა, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ. ჩამონათვალში კომპანია „თბილღვინოც“ არის, რომელმაც რუსეთში პროდუქციის ექსპორტიდან 2021-2024 წლებში 9,674,708 ლარის შემოსავალი მიიღო.