აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

„საქართველოს ბანკი წლებია ბიზნესების სანდო პარტნიორი და მთავარი მხარდამჭერია. ბანკის პრიორიტეტია ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება, რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური სტიმულირება. პარტნიორობა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას არ გულისხმობს. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემური მიდგომა, რომელიც ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერებისთვის საჭირო მთლიანი ეკოსისტემის შექმნას მოიცავს. შესაბამისად, საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ბიზნესის სტრატეგიული, სანდო პარტნიორია“ - ამბობს ნათია ღლონტი.აჭარის რეგიონი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. რეგიონი გამოირჩევა დივერსიფიცირებული ეკონომიკით, რაც ბიზნეს სექტორების მრავალფეროვნებაში გამოიხატება.„აჭარა სიდიდით მეორეა ადგილს იკავებს საქართველოს ეკონომიკაში. რეგიონი ძალიან მრავალფეროვანია და წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა სექტორი, დეველოპმენტი, წარმოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა. თუმცა, როგორც შავი ზღვისპირა კურორტი, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მიმართულებები, როგორიცაა მომსახურების, განთავსების, კვების, რეკრეაციისა და ტრანსპორტის, წამყვან როლს თამაშობენ და ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები არიან რეგიონულ ეკონომიკაში“, - აღნიშნავს ის.გალტ & თაგარტის კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში ტურიზმის დინამიკა მზარდია. 2025 წლის 9 თვეში ტურისტების რაოდენობა 7.9%-ით გაიზარდა და 4.3 მლნ. ადამიანს მიაღწია. ბოლო წლების მსგავსად, საქართველოში ტურიზმის ზრდა დიდწილად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა.„ბოლო წლის მონაცემებით, ტურიზმის დინამიკა კვლავ მზარდია, რასაც ხელს უწყობს საერთაშორისო ტურისტული ნაკადების ზრდა. ეს კი დადებითად აისახა ბათუმის სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ბოლო წლებში სასტუმროების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დატვირთულობა სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა. სამომავლოდაც, მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადის და მათი დარჩენის ხანგრძლივობის ზრდა, რათა სასტუმროების დატვირთულობა და აპარტამენტების საინვესტიციო მიმზიდველობა შენარჩუნდეს“ - ამბობს ნათია ღლონტი.ტურიზმთან ერთად, აჭარაში ერთ-ერთი მთავარი უძრავი ქონების სექტორი და მასთან დაკავშირებული საქმიანობებია.“ბოლო წლებში, ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა. გაიზარდა მოთხოვნა საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულებით. დღეს ეს სექტორი და მასთან დაკავშირებული საქმიანობები ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. მათ ჯამურად რეგიონული ეკონომიკის 30%-მდე უჭირავთ. ინფორმაციისთვის, 2022-2023 წლებში დეველოპერულ პროექტებზე მოთხოვნამ რეკორდულ დონეს მიაღწია, რასაც 2024 წლიდან მოსალოდნელი ეტაპობრივი სტაბილიზაცია მოჰყვა. სამომავლოდ, ამ სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნებას ველით.აქვე საგულისხმოა ისიც, რომ თუ ახალი პროექტები ადრე ძირითადად ბათუმში ხორციელდებოდა, ახლა ქალაქის საზღვრებს გასცდა და მსგავსი პროექტები გონიოში, მახინჯაურში, ქობულეთსა და სხვა ზღვისპირა დასახლებებში აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ის.აჭარის რეგიონი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეც დგას. გალტ & თაგარტის შეფასებით, 2029 წლისთვის ბათუმში მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების რაოდენობის გაორმაგებაა მოსალოდნელი, რაც ტურისტული ნაკადების სწრაფი ტემპით ზრდას საჭიროებს.„აჭარას აქვს გრძელვადიანი განვითარების მყარი საფუძველი. მომდევნო წლები გვაჩვენებს თუ როგორ მოახერხებს რეგიონი მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსებას და კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად ტურისტული ნაკადების სტაბილურად მოზიდვას.საქართველოს ბანკი აჭარაში ბიზნესების წინაშე არსებულ გამოწვევებზე პასუხს სისტემური მიდგომით სთავაზობს. ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ხელი შევუწყოთ გაზარდონ ოპერაციული ეფექტიანობა და მათი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნესებს მხარს უჭერს არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, არამედ, მათ საკონსულტაციო მხარდაჭერას,ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს და გაყიდვების სტიმულირების მხარდაჭერას ვთავაზობთ. ამასთანავე, ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარტნიორ ბიზნესებს ჩვენი სერვისებისა თუ ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას ვაძლევთ“, - დაამატა მან.ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და რეგიონული ეკონომიკის სტიმულირება კვლავ რჩება მთავარ პრიორიტეტად. 2026 წლისთვის, ბანკი აჭარის რეგიონში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას და რეგიონის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ისახავს მიზნად.„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონული განვითარების ხელშეწყობას და აჭარაში ბიზნესების მხარდაჭერას. ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტია ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და რეგიონული ეკონომიკის სტიმულირება. აღსანიშნავია, რომ ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც აჭარის რეგიონისთვის, მწვანე და მდგრადი განვითარების მიმართულებით, დამატებითი რესურსების მობილიზებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს შევუქმნათ ყველა პირობა საქმიანობის განვითარების, ზრდისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის“. - აღნიშნა ნათია ღლონტმა.
1766414213
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სახაზინო სამსახურის უფროსი დავით გამყრელიძე და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ნათია გულუა.განხილულ იქნა საქართველოს საჯარო ფინანსების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და ღია ბიუჯეტის კვლევის (Open Budget Survey) შედეგები.მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.დელეგაციას ხელმძღვანელობდა იაპონიის პარლამენტის წევრი კარენ მაკიშიმა და მის შემადგენლობაში შედიოდნენ ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში საპარლამენტო ვიცე-მინისტრი, ციფრული სააგენტოს გენერალური დირექტორი და ციფრული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
1766410211
ლაშა აბაშიძის შეფასებით, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, სადაც იგეგმება როგორც სალიანდაგო, ასევე საკონტაქტო ხაზის მშენებლობა.„საქართველოს რკინიგზა ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სატვირთო სადგურის აშენებასაც აპირებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2-2,5 წელიწადში დასრულდება“ - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
1766409272
წლიურმა საპროცენტო სარგებელმა დოლარის 2-წლიან ობლიგაციებზე 7.75%, ხოლო ევროს 3-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში 6.50% შეადგინა. ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა, რაც ბაზრის მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის აქტიური ემიტენტია. კომპანია გალტ & თაგარტთან 2022 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობს და ამ პერიოდიდან დღემდე ხუთი მსხვილი ემისია წარმატებით განახორციელა.აღსანიშნავია, რომ 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ორივე ინსტრუმენტი წარმოადგენს მწვანე ობლიგაციას, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ მწვანე სერტიფიკატის (EDGE) მიღებას მოლებისა და სითი თაუერსისთვის. ობლიგაციებიდან მოზიდული თანხები კი როგორც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას, ასევე ახალი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.„მწვანე ობლიგაციების გამოშვება ჩვენთვის არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ მდგრადობასა და გარემოზე პასუხისმგებლობას. სითი მოლი საბურთალო, გლდანი და სითი თაუერი - ყველა შეფასდა EDGE Advanced დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის მოხმარება 40%-ზე მეტით არის შემცირებული. გალტ & თაგარტთან პარტნიორობით განხორციელებული ეს ემისია გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც არსებული ვალდებულებები დავაფინანსოთ უფრო ეფექტურად, ისე განვაგრძოთ ახალი, მასშტაბური და მდგრადი პროექტების განვითარება საქართველოში“, - აცხადებს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან მესხელი.“აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გალტ & თაგარტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორია. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსხვილი ემისიები როგორც კომპანიის ძლიერ ბიზნეს მოდელზე, ისე ინვესტორების მხრიდან მზარდ ნდობაზე უსვამს ხაზს. მწვანე ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი ფინანსების წახალისების მიმართულებით და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს უმსხვილეს მწვანე ობლიგაციების ემისიას საქართველოში, და ამასთანავე - პირველ მწვანე ობლიგაციების ემისიას კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რაც განსაკუთრებით გვეამაყება. გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ემიტენტებს პროგრესული ფინანსური გადაწყვეტილებები, ხოლო ინვესტორებს — მაღალი ხარისხის საინვესტიციო ინსტრუმენტები შესთავაზოს“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი."აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით. მის პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი – სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.
1766408400
ჰაკათონი მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნას.ორდღიან ტექნოლოგიურ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტარტაპერებმა, დეველოპერებმა, დიზაინერებმა, სტუდენტებმა და ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულმა პირებმა მთელი საქართველოდან.დემო დღეზე 17 გუნდმა წარუდგინა საკუთარი იდეები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელში გამარჯვებულებიც ჟიურის მიერ გამოვლინდნენ. კონკურსზე გამოვლინდა ბაზისბანკის რჩეული გუნდი “Around Me”, რომელიც ბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.„მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გამართული ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ხელს უწყობდა რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის ინოვაციური და პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნას. ბაზისბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ტურიზმის სფეროს განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს.” - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
1766404440
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 16 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდა.Hampton by Hilton Batumi Center ბათუმში, რუსთაველის #20-ში მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არის ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, რესტორნებთან და გასართობ ობიექტებთან, რაც მას კომფორტულს ხდის როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის. სასტუმრო 8 სართულიანია და ჯამში 143 ნომერს აერთიანებს.„ჩვენი ჯგუფის მიზანია ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება დავნერგოთ და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Hampton by Hilton - ის აჭარის რეგიონში შემოყვანა. ეს არის Hampton - ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც ბათუმში გაიხსნა. აქ მოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს, თანამედროვე დიზაინის ნომრებს და იმ კომფორტულ გარემოს შევთავაზებთ, რომელიც Hampton by Hilton-ის ბრენდისთვის გლობალურად არის დამახასიათებელი“, – განაცხადა ანა ჩხაიძემ, Hampton by Hilton Batumi Center-ის გენერალურმა მენეჯერმა.„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ბიზნესებს, რომლებიც რეგიონების განვითარებას უწყობენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს უკავია. ბანკს და „ტურინვესტ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რეგიონში სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის Hampton - ის შემოსვლას შევუწყვეთ ხელი და ბათუმში Hampton by Hilton - ის პირველი სასტუმრო გაიხსნა. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერი ნარსიამ.ინფორმაციისთვის, Hampton by Hilton Batumi Center-ის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Hilton Honors-ის ლოიალობის პროგრამით. მის ფარგლებში, იმ მომხმარებლებს, რომლებიც Hilton-ის ჯგუფში შემავალ სასტუმროებს პირდაპირ, ოფიციალური არხებით დაჯავშნიან, შესაძლებლობა აქვთ დააგროვონ ქულები, ისარგებლონ სხვადასხვა ნომრის წინასწარი შერჩევის შესაძლებლობითა და სპეციალური ფასდაკლებებით.Hampton by Hilton Batumi Center - ის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ stories.hilton.com - ზე.ნომრის დასაჯავშნად კი ეწვიეთ ბმულს ან დარეკეთ ნომერზე +995 422 22 20 20.
1766402340
Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძ...
1765440000
კვერცხის დეფიციტის რეალური მიზეზები – "კოდას" დამფუძნებლის განმარტება
1765444141
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული დ...
1765365120
„რკინიგზა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია: შესაბამისად, ტვირთებსა და იმ...
1765808157
დიდიე ტღებიუკი - საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა,...
1765280431