ხუთგზის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის, კობი ბრაიანტის სპორტული ფეხსაცმელი, რომლითაც მან სადებიუტო თამაში ჩაატარა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის სასტარტო შემადგენლობაში, აუქციონზე 240 000 დოლარად გაიყიდა.
ამის შესახებ აუქციონის სახლის SCP Auctions-ის პრესსამსახურმა განაცხადა.
ბრაიანტმა ლეიკერსის სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი 1997 წლის 28 იანვარს, დალასთან მატჩში შეასრულა. თამაში ლეიკერსის სასარგებლოდ 102:83 ანგარიშით დასრულდა, ბრაიანტმა 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი გააკეთა.
ბრაიანტი 1996 წლის NBA-ს დრაფტის პირველ რაუნდში შარლოტის კლუბმა მე-13 ნომრად აირჩია, იმავე წელს ის ლეიკერსში გაცვალეს, სადაც მთელი კარიერა გაატარა. გუნდთან ერთად ის ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010). 2009 და 2010 წლებში კობი ბრაიანტი NBA-ს ფინალის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარეს, 2008 წელს - რეგულარული სეზონის ბოლოს ყველაზე ღირებულ მოთამაშედ. აშშ-ს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კობი ბრაიანტმა ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები (2008, 2012), მან მონაწილეობა მიიღო NBA-ს ყველა ვარსკვლავის 18 თამაშში.
2020 წლის 26 იანვარს, ლოს-ანჯელესთან ახლოს ჩამოვარდა კერძო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 41 წლის ბრაიანტი იმყოფებოდა. პილოტი და რვავე მგზავრი, მათ შორის ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა, დაიღუპნენ.