ქართული მოცვი უკვე ინდოეთის ბაზარზე. ამის შესახებ საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს.

"ქართული მოცვი უკვე ინდოეთის ბაზარზე!

სიხარულით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო წარმატებას მიაღწია — წელს ქართული მოცვი ინდოეთში გავიდა!

ეს მიღწევა ასოციაციის წევრთა ხარისხიანი შრომის, ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო ბაზრებზე სტრატეგიული პოზიციონირების შედეგია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში პირადად დაადასტურა ქართული მოცვის ხარისხი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ექსპორტის მნიშვნელობას 

ქართულმა მოცვმა ახალი ბაზარი დაიპყრო — და ეს მხოლოდ დასაწყისია!", - ნათქვამია განცხადებაში.