როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან? - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან - ვიდეო
ნიუ იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიასთან შეხვედრები 2026 წელს საქართველოს მიერ ევრობონდის რეფინანსირებისთვის მზადების სამუშაოს ფარგლებში JP Morgan-ის, Societe General-ის, CITI-ისა და ICBC-ის ორგანიზებით შედგა.შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პროგნოზები, საერთაშორისო ბაზრები, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და 2026 წელს ევრობონდების რეფინანსირებასთან დაკავშირებული გეგმები.ეროვნული ბანკის მხრიდან დელეგაციაში ასევე იმყოფება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
1764860845
ქსელის განვითარება წელს N1 პრიორიტეტად გვაქვს დასახული და ამ მიმართულებით გავასამმაგეთ ჩვენი რესურსები. აპრილიდან დღემდე დავამატეთ 132 ახალი სადგური, 85-ს კი ჩავუტარეთ სრული მოდერნიზება, რამაც ინტერნეტის სიჩქარე უკვე გაზარდა 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით.სელფის CEO, როსტომ ტალახაძე:„სელფი მობაილი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კომკომის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ყველა ლოტი რომელიც გვჭირდებოდა ქსელის შემდგომი სრულყოფისთვის, წარმატებით იქნა მოპოვებული. ახალი სიხშირული რესურსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, საიმედო და ძლიერი ქსელის შესაქმნელად. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის კომფორტი და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, ამ სიახლის შედეგებს ისინი მალე იგრძნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო კომისიას ეფექტური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ეს წინსვლა შესაძლებელი გახადა. ასევე, გულითადი მადლობა სელფის გუნდის ყველა წევრს, ვინც იმუშავა ამ მნიშვნელოვან პროექტზე.”
1764856980
გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს სუხიშვილების თითქმის ერთსაუკუნოვან ისტორიას, იხილოს უნიკალური სასცენო კოსტიუმები და ანსამბლის წარმატების ამსახველი ფოტომასალა.საქართველოს ბანკი - სუხიშვილების მთავარი სპონსორი.
1764855060
„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ნარჩენების ეფექტიანი მართვა „თეგეტასთვის“ არ არის მხოლოდ პარალელური აქტივობა - ეს არის ჩვენი ბიზნესის ყოველდღიური, განუყოფელი ნაწილი. კომპანია უკვე წლებია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც სწორედ გარემოზე ზრუნვაა. აღიარება, რომელიც „თეგეტამ“ კიდევ ერთხელ მოიპოვა, გვაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება და ამ გზაზე მეტად ამბიციური მიზნები დავისახოთ“.ინიციატივებმა, რომლებიც „თეგეტა მოტორსმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ერთობლივად განახორციელეს, შეამცირა საავტომობილო ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე, ხელი შეუწყო რესურსების გადამუშავებას და საზოგადოებას მდგრადი განვითარების პრინციპები გააცნო.თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ამ ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი CSR სტრატეგია სწორად არის გაწერილი და რეალური შედეგები აქვს, რომლებიც როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ერთჯერად აქტივობებად არ დარჩეს და კომპანიის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყოს.არასოდეს გვავიწყდება „თეგეტას“ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი - ჩვენი თანამშრომლები. მათი ჩართულობა, პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა ქმნის იმ კორპორაციულ კულტურას, რომელიც კომპანიას განვითარებასა და წინსვლაში უწყობს ხელს.ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ორმხრივი პროცესები - ბიზნესის მხრიდან სისტემური მიდგომა და თანამშრომელთა ჩართულობა გახდა ამ ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ უკვე მესამე წელია ინარჩუნებს ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციას და ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა“.ჰოლდინგთან დაკავშირებულმა კომპანიამ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 2024 წელს უსაფრთხოდ დაამუშავა 6 640 ტონა ნარჩენი, მათ შორის 3.9 მლნ კგ საბურავი, 1.88 მლნ კგ აკუმულატორი და 854 000 კგ ზეთი. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ნარჩენების მართვა „თეგეტას“ ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია.ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს შორისაა კამპანია - „არ გადაყარო-ჩააბარე!“ - რომელმაც თბილისსა და ქუთაისში მოქალაქეებს საშუალება მისცა, გამოყენებული ნარჩენები ჩაებარებინათ, აგრეთვე, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით ბაკურიანში შეგროვდა და გადამუშავდა 30 000 საბურავი.თანამშრომელთა ჩართულობით, შიდა ეკოკულტურის განვითარების ფარგლებში კი „მწვანე გამოწვევის“ მეშვეობით 1 500 კგ ქაღალდი შეგროვდა, რითაც 170 ხე გადაურჩა მოჭრას, ხოლო ძველი ბანერები „ბრენდ ადამიანთან“ პარტნიორობით ეკომეგობრულ ჩანთებად გადაკეთდა.„თეგეტას“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რომელიც CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, ჰოლდინგის ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მსგავსი ყოველწლიური აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის მდგრად, თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით.კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ 170-მდე პროექტი იყო წარდგენილი. 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში კი გამარჯვებული პროექტი „თეგეტა მოტორსი x თეგეტა გრინ პლანეტი: ნარჩენების მართვის ინიციატივები“ გახდა. მონაწილეები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა.--„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
1764851220
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.ამასთან, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებული დაანონსებული ცვლილება, სასწავლო ციკლის დასრულებამდე, არ შეეხებათ.„მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის ჩვეულებრივად დარჩება იმ საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს.მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი სამი-ოთხი წელიწადი გარდამავალი პერიოდი. თუმცა კომპონენტი, რომელიც საგრანტო დაფინანსებას ეხება, შემდეგი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან დაკავშირებით შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.მისივე თქმით, „ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლება მათთვის, ვინც ჩააბარებს“.
1764849303
მსგავსი შეფერხებები ბიზნესს ზრდაში უშლის ხელს და ყოველდღიურ საქმიანობაში ქაოსი შეაქვს. ამ გამოწვევის დასაძლევად საუკეთესო გზა სპეციალური სასაწყობე ტექნიკის, კერძოდ კი დამტვირთველების გამოყენებაა, რომელთა მთავარი დანიშნულება მძიმე ტვირთის უსაფრთხოდ აწევა და ერთი წერტილიდან მეორემდე გადატანაა.ამ მიმართულებით, ქართულ ბაზარზე ინტრალოგისტიკური კომპანია K2 ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენელია. ეს სტატუსი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკის მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ K2-ს საქართველოში შემოაქვს ტოიოტას მსოფლიო დონის გამოცდილება და ხარისხი.უსაფრთხოება და გამძლეობა — ტოიოტას მთავარი უპირატესობებიტოიოტას სასაწყობე დამტვირთველები მთელ მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ ისინი წლების განმავლობაში, ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც კი შეუფერხებლად მუშაობს. თუმცა, მხოლოდ ტექნიკური გამძლეობა თანამედროვე საწყობისთვის საკმარისი არ არის. ბიზნესის ფინანსური სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სამუშაო გარემო, რადგან ნებისმიერი ინციდენტი ან ტვირთის დაზიანება კომპანიას სოლიდურ ზარალს აყენებს.სწორედ ამ რისკების გასანეიტრალებლად, ტოიოტას დამტვირთველებში ჩაშენებულია სპეციალური SAS სისტემა (აქტიური სტაბილიზაციის სისტემა). ეს არის ჭკვიანი ტექნოლოგია, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება და აანალიზებს დამტვირთველის მოძრაობას. თუ ტექნიკა გადაბრუნების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, სისტემა ავტომატურად ჩაერევა მართვაში და შეასწორებს ტრაექტორიას. შედეგად, დაცული იქნება როგორც ოპერატორი, ისე გადასაზიდი ტვირთი.სად გამოიყენება დამტვირთველები და რატომ არის ისინი აუცილებელი თანამედროვე ბიზნესისთვის?ტოიოტას დამტვირთველები სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციფიკას მარტივად ერგება. მაგალითად, ლოგისტიკურ და სადისტრიბუციო ცენტრებში, სადაც ტვირთბრუნვა მაღალია და სამუშაო ტემპი არ ჩერდება, გადამწყვეტი ფაქტორი სისწრაფე და მანევრულობაა. აქ ტექნიკა ეხმარება ბიზნესს, დროის მცირე მონაკვეთში დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულოს.სრულიად განსხვავებული მოთხოვნებია სავაჭრო ობიექტების საწყობებში. აქ ხშირად სივრცე შეზღუდულია, რაც მუშაობას ართულებს. ასეთ დროს ტექნიკის კომპაქტური დიზაინი იძლევა საშუალებას, ოპერატორმა ვიწრო დერეფნებსა და მაღალ თაროებთან უსაფრთხოდ იმოძრაოს.რაც შეეხება საწარმოო ხაზებს, სადაც მძიმე ნედლეულის მიწოდება შეფერხებების გარეშე უნდა ხდებოდეს, აქ უკვე ტექნიკის გამძლეობა და სიმძლავრე ხდება მნიშვნელოვანი. მძლავრი ძრავები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საწარმოო პროცესი არ გაჩერდეს და კონვეიერმა სტაბილურად იმუშაოს.ინდივიდუალური შერჩევა და სერვისი — K2-ის მიდგომასასაწყობე ტექნიკის შეძენისას მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ერთი კონკრეტული მოდელი ყველა ტიპის ბიზნესს ვერ მოერგება. K2-ის გუნდი თითოეული კომპანიის საჭიროებებს ინდივიდუალურად განიხილავს და მხოლოდ დეტალური ანალიზის შემდეგ ხდება იმ მოდელის შერჩევა, რომელიც კონკრეტულ სივრცეში მაქსიმალურ შედეგს მოიტანს და სამუშაო პროცესს გაამარტივებს.K2-თან თანამშრომლობა ტექნიკის შეძენით არ სრულდება, პირიქით, ეს გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისია. ნებისმიერ ტექნიკას სჭირდება გამართული სერვისი, რათა მან შეუფერხებლად იმუშაოს. კომპანიის სერვისცენტრი სრულად იღებს ამ პასუხისმგებლობას. მობილური ჯგუფები მზად არიან, ოპერატიულად მივიდნენ ადგილზე და აღმოფხვრან ნებისმიერი გაუმართაობა, ხოლო ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მუდმივი მარაგი გამორიცხავს ტექნიკის ხანგრძლივ გაჩერებას. ეს მიდგომა ბიზნესს აძლევს გარანტიას, რომ ლოგისტიკური პროცესი არ შეჩერდება და კომპანია სტაბილურ განვითარებას განაგრძობს.
1764849258
სოხუმში საზღვაო სადგური მოქმედად გამოცხადდა და მისი აღდგენა დაიგეგმა
1764676544
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-თან Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის...
1763633280
„ავტომობილში ზეთის შესაცვლელად შესაძლოა, თბილისიდან მოგიწიოს გასვლა -...
1764335337
CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“...
1764851220
საქართველოს ბანკები და ეროვნული ბანკი საკმაოდ მკაცრად იცავენ დასავლურ...
1764338569











