გალტ & თაგარტის 28 ივლისი – 1 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან მინუსში (კ.კ.) მხოლოდ ერთი გავიდა. წინა თვესთან შედარებით კი სამივე კომპანიის აქციები პლუსშია, მათ შორის ორმა ორნიშნა ზრდა აჩვენა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 76.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.74% წინა კვირასთან შედარებით და +10.26% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 74.60 - 78.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.96% წინა კვირასთან შედარებით და +2.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 244 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.00 - 49.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 21.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.95% წინა კვირასთან შედარებით და +11.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 381 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.95 - 21.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.