როგორც პოლონური გაზეთი Rzeczpospolita წერს, პოლონეთი რუსეთიდან ევროკავშირში გათხევადებული ნახშირწყალბადის გაზის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება და შესყიდვების მოცულობას ზრდის.

კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, შარშან პოლონეთმა რუსეთისგან 710,3 მილიონი ევროს ღირებულების გაზი შეიძინა. ევროკავშირის სხვა წევრებმა კი ერთად ამ მიზნისთვის მხოლოდ 417 მილიონი ევრო დახარჯეს.

ქვეყანაში რუსული გაზის ჩანაცვლებაზე მსჯელობენ, თუმცა ლოგისტიკის თვალსაზრისით ეს ძვირად ღირებული საკითხია, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთით არის განლაგებული.