აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას, რომ ჩვენ ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, - ამის შესახებ მედიას TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა.

„ჩვენი ყველას პოზიცია არის ის რომ, რაც არის გასაკეთებელი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი და თუ საჭირო იქნება, რომ რაღაც კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას უნდა გადაიდგას.

მე ვმართავ აეროპორტს და პოლიტიკაში ნუ გამრევთ. მე ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ აეროპორტს სჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას რომ ჩვენ ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ბიზნესზე პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი.

მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ქვეყანას  და ჩვენს ბიზნესს ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი თუ სხვა რამ. იანვარ-თებერვალში თუ ეს ვითარება გაგრძელდა ეს ყველაფერი ბიზნესზე აისახება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“,- აღნიშნა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.