საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი თებერვლისთვის სარეზერვო აქტივები 4.853 მლრდ აშშ დოლარია და მათ შორის უცხოური ვალუტის რეზერვები $4.4 მილიარდი. ამასთან, ქვეყნის სავალუტო რეზერვები იანვარში $155 მილიონზე მეტით შემცირდა.

სარეზერვო აქტივების ზრდა წლიურადაც შემცირებულია. 01.02.2023-ისთვის $4.899 მილიარდს აღემატებოდა.

კლება აღინიშნა დეკემბერშიც. სებ-ის "თვის მიმოხილვით", საანგარიშო თვეს მთლიანობაში, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით $112 მილიონით შემცირდა.

რეზერვების კლების მიმართულებით მთავრობის სავალუტო ხარჯებმა, მათ შორის სესხის მომსახურებამ იმოქმედა. გარდა ამისა, დეკემბერში ეროვნული ბანკის მიერ სარეზერვო მოთხოვნების დაწევამ სარეზერვო ანგარიშებზე არსებული ნაშთიც შეამცირა.

სებ-ი ქვეყნის სავალუტო რეზერვებს 2023-ში გეგმაზომიერად ავსებდა და წლის მაჩვენებელმა მილიარდნახევარს მიაღწია.