2026 წლის 1 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 9.9 ათასი ტონა მოცვი, 63.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილია. კერძოდ, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 55%-ით (3.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (20.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.4 $-ია.2026 წელს გაფართოვდა მოცვის საექსპორტო ბაზრების არეალი - ექსპორტი განხორციელდა 17 ქვეყანაში. მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (9 010 ტონა), ევროკავშირი (498 ტონა), სომხეთი (192 ტონა), თურქეთი (102 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (70 ტონა) და სხვა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს