რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმე ქალებისთვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, თელავში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება, პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით, ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

პროგრამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით "ქეა კავკასია" ახორციელებს.