გალტ & თაგარტის 1–5 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები მინუსშია, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან მიმართებით. პლუსში მხოლოდ Georgia Capital-ის აქციების ფასი გავიდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 71.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.46% წინა კვირასთან შედარებით და - 7.68% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 229 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 69.20 - 74.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.83% წინა კვირასთან შედარებით და - 11.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 334 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.05 - 44.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.30% წინა კვირასთან შედარებით და +6.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 288 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.30 - 24.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 132 ათასი აქცია შეადგინა.