SOCAR-მა და UCC Holding-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც სირიასა და საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე გრძელვადიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიკაილ ჯაბაროვი, UCC Holding-ის თავმჯდომარე მუტაზ ალ-ჰაიათი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა და UCC Holding-ის პრეზიდენტმა რამეზ ალ-ჰაიათმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმები მოიცავს თანამშრომლობას ენერგეტიკული ჯაჭვის ყველა სფეროში, მათ შორის ნავთობისა და გაზის მოძიებასა და წარმოებას, ტრანსპორტირებისა და შენახვის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნავთობგადამუშავებას და ნავთობქიმიურ პროექტებს, ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების და საავიაციო საწვავის ვაჭრობასა და მიწოდებას, ასევე მაღალეფექტური კომბინირებული ციკლის გაზის ტურბინის ელექტროსადგურების მშენებლობას.

აზერბაიჯანისა და კატარის მთავრობების მხარდაჭერით ხელმოწერილი დოკუმენტი სირიის არაბული რესპუბლიკის ენერგეტიკული სექტორის აღდგენის დაჩქარების შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის საერთო განვითარებისთვის. პარტნიორობა ხელს შეუწყობს სირიის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას თანამედროვე პრაქტიკისა და სტანდარტების საფუძველზე.

კომპანიებს შორის ხელმოწერილი მეორე დოკუმენტი ითვალისწინებს SOCAR-სა და UCC Holding-ს შორის თანამშრომლობას სხვა ქვეყნებში და ერთობლივი პროექტების განხორციელებას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე.