2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.

მისი თქმით, საქართველო განვითარებას აგრძელებს.

„წელს შესაძლებელია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 10 ათას დოლარს გაუთანაბრდეს. ძალიან მალე საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკით“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.