საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის II კვარტალში $580.1 მლნ შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 12%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

2025 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა $123.6 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია.

რეინვესტიციამ $466.6 მლნ შეადგინა და მისი წილი 80.4%-ით განისაზღვრა.

2025 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - $242.7 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - $54 მლნ-ით (9.3%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - $38.3 მლნ-ით (6.6%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $327.2 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - $66.4 მლნ-ით (11.4%), ხოლო მესამეზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი $54.4 მლნ-ით (9.4%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.2% შეადგინა.