ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადგინა ახალი მოთხოვნები იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც ფიზიკური პირები პირადი მოხმარებისთვის შემოიყვანენ.

სააგენტო „Report“-ის ყაზახური ბიუროს ცნობით, აღნიშნული მოთხოვნების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდნენ, სულ მცირე, „ევრო-5“ (Euro-5) ეკოლოგიურ სტანდარტს და მათი ასაკი, წარმოების თარიღიდან გამომდინარე, არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელს.

მანამდე, ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარებისთვის შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების ასაკსა თუ ეკოლოგიურ სტანდარტთან დაკავშირებით რაიმე რეგულაცია არ არსებობდა.

ახალი რეგულაციები ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შედის ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ​​(2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება №74).

ბრძანება ძალაში შევა 2026 წლის 30 დეკემბერს — მისი პირველადი ოფიციალური გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ.