ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.

„2024 წლის მე-3 კვარტალში, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

https://gnta.ge/ge/revenue-3-quarter/