წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეოთხედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა და 205 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი. 

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 250-მდე პრემია გაიცა და 200-მდე ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2026 წლისფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  • არმაზ ახვლედიანი, „ცოცხალი კედელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ლაშა ბაბილუა, „განგაშის იავნანა“ (კალმოსანი)
  • ლიკა გლურჯიძე, „ევრიდიკე (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
  • ბექა ლოხიშვილი, „ზულეიხანი არსად არ არის“ (მწიგნობარი)
  • სანდრო მეტრეველი, „ორ ჯოკერში გახიშტული“ (ინტელექტი)
  • ტატო მოდებაძე, „ქორწილამდე წასაკითხი“ (პალიტრა L)
  • ქეთევან სამხარაძე, „ჰაიდე, რაზიე! (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
  • თაკო წულაია, „არაფერი არ გვემართება“ (პალიტრა L)
  • თინათინ ხუტურიძე, „უთხარით ქარებს“ (კალმოსანი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  • ქეთი ნიჟარაძე, „სახელისა და დიდების ფენომენი ანტიკურ ლიტერატურაში“ (პალიტრა L)
  • ნანა ტრაპაიძე, „რეალობის ლიტერატურული აჩრდილები“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა:

  • მარიტა ლიპარტელიანი, „რომანტიკოსები (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
  • თემო რეხვიაშვილი, „პათეტიკური მონოლოგები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • თამარ სუხიშვილი, „ქალღმერთი თითის წვერებზე (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
  • დავით ხორბალაძე, „ტალახი“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)

 წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტურიპროზა:

  • შოთა იათაშვილი, „მკვლელი მწერლები - დოკუმენტური ჰორორი“ (დიოგენე)
  • გიორგი კაკაბაძე, „მიზეზთა ბუნება“ (ინტელექტი)
  • გიორგი კეკელიძე, „სიკვდილის გაუქმება“ (პალიტრა L)
  • ნოდარ ლადარია, „„ოთარაანთ ქვრივი“ - პარალელური წიგნი“ (ინტელექტი)
  • არჩილ ქიქოძე, „პერუს დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ცოტნე ავსაჯანიშვილი, „ქართლის ხეობებს ასდის ნისლები“ (ინტელექტი)
  • ლაშა იმედაშვილი, „უკან, მომავალში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით ქართველიშვილი, „ცვილის ფიგურები“ (პალიტრა L)
  • ალეკო შუღლაძე, „ქალი სამრეკლოზე“ (ინტელექტი)
  • ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცნობიერების წყვდიადი“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • მინდია არაბული, „საუკუნო უკუნი“ (მატარებელი კომიქს)
  • ბექა ახალაია, „Homo-მაგნატი“ (ჯადოსნური სახლი)
  • ნინი ელიაშვილი, „ბავშვს სადაც უნდა იქ იდგება“ (კალმოსანი)
  • თამარ ჟღენტი, „მელიას კუდი“ (ინტელექტი)
  • ალეკო ცქიტიშვილი, „თავები“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო რომანი:

  • არჩილ ქიქოძე, „ომი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ლექსო პაიკიძე, „GUATE“ (ბენდესი)
  • გოგა ქობალია, „სიკვდილი პაპანაქება მზეში“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:

  • ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ოდისეა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • თამარ გელაშვილი, ჯეიმზ ჯოისის „ღამისთევა ფინეგანისათვის“ (ინტელექტი)
  • ლაშა გველესიანი, დევიდ ფოსტერ უოლესის „მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან“ (პოლინომიალი)
  • ნანა გოგოლაშვილი, თომას მანის „იოსები და ძმანი მისნი (წიგნი I-II)“ (ინტელექტი)
  • ასია დარბინიანი, კრებული, „თანამედროვე სომხური პროზა“ (პალიტრა L)
  • კატია ვოლტერსი, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის „მონა“ (პალიტრა L)
  • თამარ კვიჟინაძე, იუნ ფოსეს „დილა და საღამო“ (პოლინომიალი)
  • გიორგი ლობჟანიძე, ალი იბნ აბი ტალიბის „ნაჰჯ ალ-ბალაღა (გზა სრულქმნილი მჭევრმეტყველებისა)“ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
  • ნიკა სამუშია, სალმან რუშდის „კიშოტი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • მაია ფანჯიკიძე, ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“ (ინტელექტი)
  • რუსუდან ღვინეფაძე, ელიას კანეტის „დაბრმავება“ (სიესტა)
  • ნინი ჩაკვეტაძე, ჰან კანგის „ვეგეტარიანელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • თაკო ჭილაძე და ლელა სამნიაშვილი, რეი ბრედბერის „ძენი და წერის ხელოვნება“ (პალიტრა L)
  • თამარ ჯაფარიძე, მარგარეტ ეტვუდის „აღთქმები“ (პალიტრა L)