რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას - ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ, - ამის შესახებ „სმარტისა“ და „ვისოლის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს შეხვედრა საცალო ქსელთან გაიმართა და საწვავის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას რაც დასჭირდებათ, მათ შორის, საწვავთან დაკავშირებითაც.
რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას. ხდება ინფორმაციის გაცვლა, რომ მოხდეს ფასების სწორად წარედგინება მომხმარებლის წინაშე. მეტი არაფერი," - განაცხადა ხორავამ.













