2025 წელს ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.3 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა.
ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის პრესსამსახურმა განაცხადა.
„ყაზახური ნავთობის მიწოდებამ აქტაუს პორტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 1.3 მილიონი ტონა შეადგინა. 2026 წლისთვის მოსალოდნელი მოცულობა 1.6 მილიონ ტონამდე ნავთობია“, - ნათქვამია 2025 წელს ნავთობის მიწოდების შედეგების შესახებ განცხადებაში.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი გადაიტანეს.













