აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელური ნავთობის გაყიდვიდან მილიარდობით და შესაძლოა ტრილიონობით დოლარის გამომუშავებას გეგმავს.
ამის შესახებ იტყობინება Fox News-ი.
„საუბარია მილიარდობით დოლარის ნავთობზე, რომელიც დროთა განმავლობაში ასობით მილიარდად და შემდეგ ტრილიონად გადაიქცევა. ჩვენ იქ (ვენესუელაში) ვიქნებით მანამ, სანამ ქვეყანა წესრიგში არ დადგება“, - თქვა ამერიკელმა ლიდერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-მ ერთ დღეში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ვენესუელური ნავთობი მიიღო.
„და ჩვენ ერთ დღეში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი მივიღეთ და ეს მაჩვენებელი გაიზრდება“, - თქვა მან.













