ოთხშაბათს დილით ოქროს ფასი 1.5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მიმდინარე სავაჭრო სესიაზე ახალ რეკორდულ მაქსიმუმს, ტროას უნციაზე 4,850 დოლარს მიაღწია.

ეს სავაჭრო მონაცემებიდან გამომდინარეობს.

თბილისის დროით დილის 9:14 საათის მონაცემებით, ნიუ-იორკის Comex ბირჟაზე თებერვლის ოქროს ფიუჩერსების ფასი წინა დახურვასთან შედარებით 80.86 დოლარით, ანუ 1.7%-ით გაიზარდა და 4,847.8 დოლარს ტროას უნციაზე - შეადგინა. სავაჭრო სესიის დასაწყისში ფასმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 4,852.06 დოლარი დააფიქსირა.