საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა.

შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა ღონისძიების ფარგლებში შედგა.

მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ახალ ჩარჩოს განსაზღვრავს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მონეტარული პოლიტიკის, საერთაშორისო რეზერვების მართვის, საგადასახადო სისტემების, ფინანსური სერვისების განვითარების, ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხებზე.