ქარ­თუ­ლი ჩაის ინ­დუსტრი­ას თით­ქმის ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ დღეს ქარ­თუ­ლი ჩაი ხე­ლახ­ლა ეძებს თა­ვის იდენ­ტო­ბას… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰავა და ნი­ა­და­გი უნი­კა­ლურ გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს (ბუ­ნებ­რი­ვი სიტ­კბო და ნაკ­ლე­ბი სიმ­წა­რე) სძენს ჩაის, დარ­გში რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა… ახლა სწო­რედ ამას შე­ვე­ხე­ბით და არა მხო­ლოდ ამას... ambebi.ge-ს შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს ჩაის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ სვა­ნი­ძე.

- თით­ქოს მარ­ტი­ვი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი შე­კი­თხვით: რას ნიშ­ნავს და რას აერ­თი­ა­ნებს ეს ორი სი­ტყვა - “ქარ­თუ­ლი ჩაი“?

- ეს ორი სი­ტყვა არც ისე მარ­ტი­ვია, თუმ­ცა გა­აჩ­ნია, ვის­თვის. პი­რა­დად ჩემ­თვის და ჩვე­ნი მე­ჩა­ი­ე­ე­ბის­თვის ეს არის, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს მი­ვუ­ძღვე­ნით. ამ ორ სი­ტყვას რომ გა­ი­გო­ნებ, თვალ­წინ მა­შინ­ვე და­გიდ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და ის დიდი სარ­გე­ბე­ლი, რაც ქარ­თულ­მა ჩაიმ ქვე­ყა­ნას მო­უ­ტა­ნა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­ჩა­ი­ე­ო­ბის რა­ი­ო­ნებ­ში, ასე­თი ფრა­ზაც კი არ­სე­ბობ­და: “მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თუ­ლი ჩაის აშე­ნე­ბუ­ლია“. ამ სი­ტყვებ­ში გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ჩაიმ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი­სა და ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე იმოქ­მე­და და­დე­ბი­თად - ხალ­ხმა კარ­გი სახ­ლე­ბი აი­შე­ნა, ცხოვ­რე­ბა მო­ი­წყო. ამას­თან, ეს მხო­ლოდ პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბას არ ნიშ­ნავ­და, მარ­თლაც დიდ და სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს აკე­თებ­დნენ. 90-იან წლე­ბამ­დე ქარ­თულ ჩაის არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ ყო­ფილ საბ­ჭო­თა სივ­რცე­სა და ევ­რო­პის გარ­კვე­ულ ნა­წილ­შიც კარ­გად იც­ნობ­დნენ.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი იყო ჩარ­თუ­ლი ჩაის წარ­მო­ე­ბა­ში?

- მე­ჩა­ი­ე­ო­ბის რე­გი­ო­ნე­ბად ით­ვლე­ბო­და თით­ქმის მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო: ამ­ჟა­მად დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი, სა­მეგ­რე­ლო, გუ­რია, აჭა­რა და იმე­რე­თი... იმე­რეთ­შიც თით­ქმის ყვე­ლა რა­ი­ო­ნი იყო ჩარ­თუ­ლი - სამ­ტრე­დია, ხონი, თერ­ჯო­ლა, ტყი­ბუ­ლი, ჭი­ა­თუ­რა...

- კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი ხომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, ზღვის­პი­რეთ­სა და იმე­რეთს შო­რის. რო­გორ იყო­ფო­და ხა­რის­ხი და რო­მე­ლი რე­გი­ო­ნის ჩაი ით­ვლე­ბო­და სა­უ­კე­თე­სოდ?

- თუ გა­და­მუ­შა­ვე­ბას ტექ­ნო­ლო­გი­ის სრუ­ლი დაც­ვით მი­ვუდ­გე­ბით, პი­რო­ბე­ბი თა­ნა­ბა­რია, უკე­თე­სი ხა­რის­ხის ჩაი გა­მო­დი­ო­და იქ, სა­დაც პლან­ტა­ცია ზღვის დო­ნი­დან უფრო მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობ­და - მა­ღალმთი­ან ზო­ნებ­ში - მა­გა­ლი­თად, ტყი­ბულ­სა და ჭი­ა­თუ­რა­ში. რაც უფრო მა­ღალ­ზეა პლან­ტა­ცია, მით უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას იძ­ლე­ვა.

- საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის დროს, გეგ­მის გა­და­ჭარ­ბე­ბით შეს­რუ­ლე­ბა­ზე იყო აქ­ცენ­ტი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად სამ დუყს კი არა, უხეშ ფოთ­ლებ­სა და ტო­ტებ­საც კრეფ­დნენ. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს სი­მარ­თლეს?

- და­ახ­ლო­ე­ბით 1970-იან წლე­ბამ­დე პრო­დუქ­ცია საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ა­ნი იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მო­თხოვ­ნის 95%-ზე მეტს ამა­რა­გებ­და! 70-იანი წლე­ბი­დან კი რა მოხ­და: სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­უნ­და გარ­და­მა­ვა­ლი წი­თე­ლი დრო­შე­ბი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს - პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რო­ბა და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი შრო­მის გმი­რის წო­დე­ბა. რო­გორც ღვი­ნო­ში, ისე ჩა­ი­ში - ეს ორი დარ­გი მა­შინ შიდა პრო­დუქ­ტის 10-12%-ს შე­ად­გენ­და - ხა­რის­ხის ხარ­ჯზე და­ი­წყო რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა.

ნორ­მა­ლუ­რი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ჩა­ის­თვის უნდა მო­იკ­რი­ფოს 2-3-ფოთ­ლი­ა­ნი დუ­ყე­ბი (მაქ­სი­მუმ 4-5-ბუ­დი­ა­ნი - შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ხა­რის­ხის­თვის). 70-ია­ნე­ბი­დან კი პლან­ტა­ცი­ე­ბის გაზ­რდა და­ი­წყეს: გა­ზა­ფხულ­ზე კრე­ფას არ იწყებ­დნენ, ელოდ­ნენ ფოთ­ლის გაზ­რდას და მერე და­ნით, ნამ­გლი­თა თუ ბამ­ბუ­კის ჯო­ხე­ბით პირ­და­პირ ჭრიდ­ნენ მა­სას.

წე­სით, 1 ჰექ­ტა­რი პლან­ტა­ცი­ი­დან ნორ­მა­ლუ­რი ჩაის მი­სა­ღე­ბად 3, მაქ­სი­მუმ 4 ტონა ფო­თო­ლი უნდა მო­იკ­რი­ფოს. 70-იანი წლე­ბი­დან 90-ია­ნე­ბის და­სა­წყი­სამ­დე კი 1 ჰექ­ტარ­ზე მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა 10-12 ტო­ნამ­დე აიყ­ვა­ნეს! ანუ ოთხჯერ მეტს კრეფ­დნენ, ვიდ­რე უნდა მოკ­რე­ფი­ლი­ყო. მთე­ლი “ხე-ტყე“ იკ­რი­ფე­ბო­და.

ამან გა­მო­იწ­ვია ხა­რის­ხის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­ცე­მა. გარ­და ამი­სა, მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და ფაბ­რი­კე­ბის და­ნად­გა­რე­ბიც, რად­გან ისი­ნი ნაზი ფოთ­ლის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი და “ჯო­ხებს“ ვერ ამუ­შა­ვებ­და. მერე იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, ტექ­ნი­კუ­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ და მან­ქა­ნე­ბი ამ უხეშ ფო­თოლ­ზე მო­ერ­გოთ, რა­მაც ხა­რის­ხი კი­დევ უფრო და­წია. ის უკვე ჩაი კი არა, უბ­რა­ლოდ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა იყო.

ინ­დუსტრია და პლან­ტა­ცი­ე­ბი მორ­გე­ბუ­ლი იყო მაქ­სი­მუმ 200 000 ტონა ფოთ­ლის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე და 600 000 ტო­ნა­ზე აიყ­ვა­ნეს - სამ­ჯერ მეტ­ზე! შე­დე­გად, ქარ­თულ ჩაის სა­ხე­ლი სრუ­ლი­ად გა­უ­ტყდა და ის უხა­რის­ხო პრო­დუქტთან ასო­ცირ­და.

- შემ­დეგ მო­ვი­და 90-იანი წლე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და...

- დიახ, 20-წლი­ა­ნი ასე­თი პო­ლი­ტი­კის შემ­დეგ, 90-ია­ნებ­ში მოხ­და სრუ­ლი კო­ლაფ­სი. ომი, ეკო­ნო­მი­კუ­რი დაღ­მავ­ლო­ბა - ფაბ­რი­კე­ბი გა­ი­ყი­და, და­ი­შა­ლა, გა­ნად­გურ­და. ყვე­ლა­ზე მძი­მე და ძნე­ლად აღ­სად­გე­ნი კი ბაზ­რე­ბის და­კარ­გვა აღ­მოჩ­ნდა. ქარ­თუ­ლი ჩაის ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბი მთლი­ა­ნად და­ი­კა­ვეს სხვა მო­თა­მა­შე­ებ­მა - ინ­დო­ეთ­მა, ჩი­ნეთ­მა, ვი­ეტ­ნამ­მა, კე­ნი­ამ...

- რო­დი­დან და­ი­წყო დარ­გის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბე­ბი?

- 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან, როცა და­ი­ნა­ხეს, რომ ეკო­ნო­მი­კა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ებს ეძებ­დნენ, ისევ ჩაის მი­უბ­რუნ­დნენ. 2001 წლი­დან და­ი­წყო მცი­რე სუბ­სი­დი­რე­ბა - წე­ლი­წად­ში 1-2 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, თუმ­ცა ეს ზღვა­ში წვე­თი იყო. იმ­პე­რი­ის­დრო­ინ­დე­ლი კო­რუფ­ცი­ის გამო ეს თან­ხე­ბიც გზა­ში იკარ­გე­ბო­და, თუმ­ცა და­დე­ბი­თი ის იყო, რომ ჩაის თემა სა­ერ­თოდ არ მი­ვი­წყე­ბუ­ლა.

- კარ­გი ის არის, რომ ჩაის ბუჩ­ქს, რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბი­სა და თვი­თაღ­დგე­ნის უნი­კა­ლუ­რი უნა­რი აქვს...

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩაის ფესვთა სის­ტე­მა ისე­თია, რომ მძი­მე გას­ხვლის შემ­თხვე­ვა­შიც კი - ანუ მი­წის ზე­და­პი­რი­დან 10 სან­ტი­მეტრზე რომ გა­დაჭ­რა - მცე­ნა­რე 3 წე­ლი­წად­ში იძ­ლე­ვა პირ­ველ მო­სა­ვალს, ხუთ წე­ლი­წად­ში კი სრუ­ლად აღ­დგე­ბა.

- აქ­ტი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რო­დი­დან და­ი­წყო?

- აქ­ტი­უ­რი ეტა­პი 2015-2016 წლე­ბი­დან და­ი­წყო. მა­ნამ­დე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე თხი­ლის აქ­ტი­უ­რი გა­შე­ნე­ბა და­ი­წყეს, შემ­დეგ - მოც­ვის. ეკო­ნო­მის­ტებ­მა და­ით­ვა­ლეს, რომ თხი­ლი და მოც­ვი უფრო რენ­ტა­ბე­ლუ­რი იყო. ამ მიზ­ნით ბევ­რმა ფერ­მერ­მა მოჭ­რა ჩაი და თხი­ლი დარ­გო. წლებ­მა კი აჩ­ვე­ნა, რომ თხი­ლიც და მოც­ვიც არას­ტა­ბი­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბია. თხი­ლის ფასი თურ­ქე­თის მო­სა­ვალ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ერთ წელს თუ კარ­გი ფასი აქვს, მე­ო­რე წელს შე­იძ­ლე­ბა 1 ლა­რამ­დე ჩა­მო­ვი­დეს. მოც­ვიც 1-2 კვი­რა იყი­დე­ბა ძვი­რად, მერე ფასი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად ეცე­მა. ვინც ჩაის პლან­ტა­ცია გა­ა­ნად­გუ­რა და თხი­ლით ჩა­ა­ნაც­ვლა, 80%-ზე მეტ­მა იზა­რა­ლა...

- ფაქ­ტობ­რი­ვად, “ოქრო“ ამო­ი­ღეს მი­წი­დან და გა­და­ყა­რეს.

- ჩაი შე­იძ­ლე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რი რენ­ტა­ბე­ლო­ბით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­დეს ამ კულ­ტუ­რებს, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რო­ბით გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია. პრო­დუქ­ცია მალ­ფუ­ჭე­ბა­დი არ არის და შე­უძ­ლია მყიდ­ველს და­ე­ლო­დოს... მოკ­ლედ, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ იმ­ხე­ლა ინ­დუსტრი­ა­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბებ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ას ვერ და არც გა­ვა­კე­თებ­დით და ჩვე­ნი კონ­ცეფ­ცია ასე­თი იყო: უნდა ვა­წარ­მო­ოთ ზუს­ტად იმ მო­ცუ­ლო­ბი­სა და იმ ხა­რის­ხის ჩაი, რისი გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბაც რე­ა­ლუ­რად გვაქვს.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, ინ­სტი­ტუტ­თან და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით შე­ვი­მუ­შა­ვეთ ჩაის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ 2016 წელს და­ამ­ტკი­ცა.

პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ დახ­მა­რე­ბას:

  • კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ე­ბის­თვის - სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებ­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხარ­ჯე­ბის 60%-ს.
  • სა­ი­ჯა­რო ფარ­თო­ბე­ბის­თვის (სა­ხელ­მწი­ფო მიწა) — 80%-ს.
  • კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის­თვის - 90%-ს (ანუ 10%-იანი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით).

ამ პროგ­რა­მით 1600-2000 ჰექტრამ­დე პლან­ტა­ცი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და.

- დღეს რა ეტაპ­ზე ვართ და რა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დარ­გი?

- რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და, მაგ­რამ გაჩ­ნდა ახა­ლი პრობ­ლე­მა - დის­ბა­ლან­სი წარ­მო­ე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას შო­რის... თა­ვი­დან პი­რო­ბა­ში იდო, რომ ბე­ნე­ფი­ცი­არს 3 წლის თავ­ზე მცი­რე გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოც უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა. ამან ბევ­რი შე­ა­ში­ნა, რად­გან სა­წარ­მოს მო­წყო­ბა 300-400 ათას ლარს მო­ი­თხოვ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს მო­თხოვ­ნა ამო­ვი­ღეთ, მაგ­რამ წა­მო­ვი­და მე­ო­რე პრობ­ლე­მა - გა­სა­ღე­ბის ბაზ­რე­ბი.

თუ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ პლან­ტა­ცი­ა­ზე ფო­თო­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად არ მო­იკ­რი­ფა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია არ გა­ე­წია, 1-2 წე­ლი­წად­ში ისევ გა­ვე­ლურ­დე­ბა.

ამი­ტომ, ასო­ცი­ა­ცი­ამ სა­ხელ­მწი­ფოს მივ­მარ­თეთ: დრო­ე­ბით შე­ვა­ჩე­როთ პლან­ტა­ცი­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა და ეს რე­სურ­სი მივ­მარ­თოთ მარ­კე­ტინგზე, პი­არ­ზე, ექ­სპორ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე, გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ბაზ­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე. ამ­ჟა­მად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

- რა არის შექ­მნი­ლი ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვა­ლი?

- ჯა­დოს­ნუ­რი ჯოხი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­იდ­გას:

  1. ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია და ექ­სპორ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბა.
  2. შიდა ბაზ­რის დაც­ვა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია (სა­ელ­ჩო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი ჩაის შეყ­ვა­ნა სას­ტუმ­რო­ებ­სა და Horeca სექ­ტორ­ში).
  3. ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა და სწო­რი პრე­ზენ­ტა­ცია.

თურ­ქე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი უზარ­მა­ზარ სუბ­სი­დი­ებს აძ­ლე­ვენ თა­ვი­ანთ ექ­სპორ­ტი­ო­რებს, რის გა­მოც შიდა ბა­ზარ­ზეც კი დემ­პინ­გურ ფა­სებ­ში შე­მო­აქვთ ჩაი. ამი­ტომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა.

- რით არის ქარ­თუ­ლი ჩაი უპი­რა­ტე­სი უცხო­ურ ანა­ლო­გებ­თან (ინ­დურ, თურ­ქულ, კე­ნი­ურ) შე­და­რე­ბით?

- მო­დით, გულ­წრფელ­ნი ვი­ყოთ: შავ ჩა­ი­ში ჩვენ ინ­დო­ე­თის, შრი-ლან­კი­სა თუ სხვა ჩაის კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­ვუ­წევთ. მათ­თან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მზეა, ფო­თო­ლი იმ­დენ ნივ­თი­ე­რე­ბას აგ­რო­ვებს, რომ ასე­თი ნედ­ლე­უ­ლი ჩვენ ბუ­ნებ­რი­ვად ვერ გვექ­ნე­ბა. ინ­დუ­რი ჩაი მა­ღალ­ტა­ნი­ნი­ა­ნია, მძაფ­რია და მწკლარ­ტე. ქარ­თუ­ლი შავი ჩაი კი უფრო მსუ­ბუ­ქია, ჰა­ე­რო­ვა­ნი და რბი­ლი გემო აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბას:

  1. ეკო­ლო­გი­უ­რი სი­სუფ­თა­ვე: სამ­ხრეთ ქვეყ­ნებ­ში პლან­ტა­ცი­ებს უამ­რა­ვი მავ­ნე­ბე­ლი ეტა­ნე­ბა და შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბით ამუ­შა­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ “შხამ­ქი­მი­კა­ტის“ როლს ზამ­თრის კლი­მა­ტი, თოვ­ლი და სი­ცი­ვე ას­რუ­ლებს. ჩვენ ჩაის ბუჩ­ქს მავ­ნებ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქი­მი­ით არას­დროს ვა­მუ­შა­ვებთ. ვართ ჩაის ყვე­ლა­ზე ჩრდი­ლო­ე­თით მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი ეკო­ლო­გი­უ­რი სი­სუფ­თა­ვის გა­რან­ტი­აა.
  2. მწვა­ნე ჩაი: აი, აქ კი პი­რი­ქი­თაა! ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ჩაის ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ გა­უ­წევს კონ­კუ­რენ­ცი­ას! ჩვე­ნი ფოთ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა იდე­ა­ლუ­რა­დაა მორ­გე­ბუ­ლი სწო­რედ მწვა­ნე ჩაის წარ­მო­ე­ბა­ზე. ბევ­რჯერ და­მი­ყე­ნე­ბია სა­კი­თხი: მო­დით, თავი და­ვა­ნე­ბოთ შავ ჩაის და აქ­ცენ­ტი სრუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნოთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ქარ­თულ მწვა­ნე ჩა­ი­ზე.

- ბო­ლოს, გვე­სა­უბ­რეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­სა და “ჩაის რეს­პუბ­ლი­კის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე...

- ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო ასო­ცი­ა­ცი­ას ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა უჭირ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა დო­ნო­რი - შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (SDC) და ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰელ­ვე­ტა­სი“. მათ გუ­რი­ა­ში და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ კი მას­შტა­ბი გა­ფარ­თოვ­და. მათი მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა ახა­ლი პლატ­ფორ­მა - “ჩაის რეს­პუბ­ლი­კა,“ რო­მელ­შიც დამ­ფუძ­ნე­ბელ პარტნი­ო­რად ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­აც შე­ვი­და.

ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში უკვე ჩა­ტარ­და ქარ­თუ­ლი ჩაის კონ­გრე­სი გერ­მა­ნი­ა­ში. ევ­რო­პელ­მა იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა ხე­ლახ­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჩაი არ­სე­ბობს. წლის ბო­ლომ­დე თბი­ლის­შიც იგეგ­მე­ბა პიარ-ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი უფრო მას­შტა­ბუ­რი მხარ­და­ჭე­რის ფაზა იწყე­ბა, რაც დიდ იმედს გვაძ­ლევს, რომ ქარ­თუ­ლი ჩაი ღირ­სე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვებს.

წყარო: Ambebi.ge