24 ივლისში საქართველოში სახელმწიფო ბანკის გახსნის დღეა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, პირველი ცენტრალური ბანკის დაარსებაზე მუშაობა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში დაიწყო.
„105 წლის წინ, 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა.
ბანკის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას, მთავრობის სახელით, ნოე რამიშვილმა მიმართა. ასევე, სიტყვით წარდგნენ ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა და ბანკის მმართველი იასონ ლორთქიფანიძე. იასონ ლორთქიფანიძეს მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების მიზნით მუშაობა 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში დაიწყო. 1919 წლის 31 დეკემბერს კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი "სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ", - აღნიშნულია სებ-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.