5-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

ბაზრობა სტუმრებს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია.

ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ბაზრობაზე წარმოდგენილ პროდუქტებზე, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები, ჟანრების მრავალფეროვნება, დაესწრონ საინტერესო შეხვედრებსა და დისკუსიებს.

ამასთან, თითოეულ საგამომცემლო სახლთან/კომპანიასთან საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებისთვის კი სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს.

sCool Card-ით საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას მოსწავლეები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას (მაქსიმუმ 50 ლარი, ყველა მერჩანტზე). ამისათვის, საჭიროა შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურება.

ფესტივალის განმავლობაში სტუდენტები კი საქართველოს ბანკის Student Card-ით საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge