Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, შესწავლილი 97 ქვეყნიდან 500-გრამიანი პური ყველაზე ძვირი შვეიცარიის მარკეტებში ღირს და 3.77 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი ალჟირშია და 15 ცენტს უტოლდება.

იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც 500 გრამიანი პური ყველაზე ძვირი ღირს, ასე გამოყურება:

  • შვეიცარია - 3.77 დოლარი;
  • აშშ - 3.58 დოლარი;
  • დანია - 3.2 დოლარი;
  • კოსტა რიკა - 3.07 დოლარი;
  • ნორვეგია - 3.05 დოლარი.
  • რეიტინგის მიხედვით, პური ყველაზე იაფი შემდეგი 5 ქვეყნის მარკეტებშია:
  • ალჟირი - 15 ცენტი;
  • ტუნისი - 16 ცენტი;
  • ლიბია - 32 ცენტი;
  • აზერბაიჯანი - 42 ცენტი;
  • უზბეკეთი - 47 ცენტი.

საქართველომ რეიტინგში 79-ე ადგილი დაიკავა. მონაცემების თანახმად, მარკეტებში 500 გრამიანი პურის საშუალო ფასი 61 ცენტს შეადგენს. მონაცემები აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის პური ყველაზე ძვირი თურქეთშია და 1.02 დოლარს უტოლდება (63-ე ადგილი), ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანშია და 42 ცენტს შეადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მაგალითად, სომხეთში აღნიშნული წონის პურის საშუალო ფასი მარკეტებში 82 ცენტია (73-ე ადგილი), ხოლო რუსეთში 49 ცენტი (90-ე ადგილი).