სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.5 პროცენტით გაიზარდა.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 7.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13 554.0 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 085.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.