სუპერმარკეტების ქსელ "მაგნიტს" "დეილი" ყიდულობს. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. სააგენტომ კომპანიების კონცენტრაციაზე შესაბამისი თანხმობა გასცა.
შედეგად, “მაგნიტის” მფლობელი შპს “დეილი” გახდება, რომელიც ქართული სუპერმარკეტების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფია. მან 2024 წლის ზაფხულში კონკურენციის სააგენტოსგან “ფუდმარტის”, ანუ “სპარის” და “იოლის” ქსელებთან კონცენტრაციაზეც მიიღო თანხმობა.
"მაგნიტი" 2023 წლის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 349 სუპერმარკეტით იყო წარმოდგენილი. კომპანია 2017 წელს ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ჰოლდინგის მიერ არის დაფუძნებული.
“დეილი” ის 2013 წელს არის დაფუძნებული. ფინანსური ანგარიშის თანახმად, "დეილის" 51%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით კუხალაშვილი, 37%-ის მფლობელი კი ბიზნესმენი ზურაბ ზაქარიაძე.