ქ. მარნეული გამართულ  შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ

დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს.

შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე  ესწრებოდნენ.

აგროთანადაფინანსების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო  ახორციელებს. პროგრა მამოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათოდანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობისთანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამისფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანიაგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავისაშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულმეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.

სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის  ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონილარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.

პროგრამის ფარგლებში სააგენტო სთანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამურიღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვისარაუმეტეს 55%-მდე.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაშიგანაცხადების მიღება ხორციელდებაელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.