საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპსმამედისმიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისათვის გაგზავნილ სმს შეტყობინებას ბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით.

სემეკი აცხადებს, რომ შპსმამედისმიერ მოსახლეობისათვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, თითქოს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან ბუნებრივი გაზის გადასახადს მოსახლეობა მიიღებს კომერციული ტარიფით (1.29 ლარი/კუბ.მ) არის სრული სიცრუე და წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა ბუნებრივი გაზის გადასახადს გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, 47 თეთრი.მ.კუბ (დღგ-ს ჩათვლით).

სემეკი შეახსენებს დაინტერესებულ საზოგადოებას, შპსმამედისმიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აქვე, სემეკი განმარტავს, რომ შპსმამედისბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებას. მომხმარებლები ბუნებრივ გაზს მიიღებენ უწყვეტად, სემეკის მიერ მოსახლეობისათვის დადგენილი ტარიფით (47 თეთრი/კუბ.მ).

გაზგამანაწილებელი კომპანიისმამედისბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ, შპსმამედიარ იხდიდა შესყიდული გაზის დაგროვილ დავალიანებას. ამასთანავე, მიუხედავად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, შპსმამედიმომხმარებლებს თვითნებურად არიცხავდა სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი/კუბ.მ დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ.