„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე მრავალწლიან ბიზნესდავაში ახალი, კიდევ უფრო სახიფათო ფაზა დაიწყო. თუკი აქამდე დავის საგანს ფინანსური და სამართლებრივი პრეტენზიები წარმოადგენდა, დღეს მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის სტრატეგია ღია დესტრუქციაზე გადავიდა", - აცხადებენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას მონიტორინგის სამსახურში. შეგახსენებთ, აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდირე გახმაურებული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.

"პროცესებზე და მხარეთა მიერ წარმოებულ საჯარო აქტივობებზე დაკვირვების შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას მხარის მოქმედებკვებავს მარტივი და დაუნდობელი პრინციპი, - რაც უარესია აკადემიისთვის, მით უკეთესია მათთვის (ნათია ჯანაშიასთვის). პირველი ნაბიჯი ამ გზაზე მან 2025 წლის 12 თებერვალს გადადგა, როცა აკადემიის დირექტორის პოზიციიდან ოფიციალურად გათავისუფლდა და როცა მყისიერად მიმართა საჯარო რეესტრს და სამართლებრივი ხვრელების გამოყენებით შეაჩერებინა ეს გადაწყვეტილება. გაჩნდა რეალური საფრთხე, სკოლა დარჩენილიყო ლეგიტიმური მართვის გარეშე, რაც პრობლემებს შექმნიდა საოპერაციო საქმიანობაში და იდეაში, ინვესტორს აიძულებდა ნათია ჯანაშია მენეჯმენტში დაებრუნებინა.

ნათია ჯანაშიამ ამ ნაბიჯით იმთავითვე ღიად აჩვენა, რომ მას უპირობოდ შეეძლო, საკუთარი პოზიციის დაცვის საპირწონედ, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებინა აკადემიის ფუნქციობის სტაბილურობა. აღნიშნული მზაობა მან შემდგომში გადადგმული არაერთი ნაბიჯით კვლავ ბევრჯერ დაადასტურა", - აღნიშნავენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

აფბაში აცხადებენ, რომ აკადემიის წინააღმდეგ მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობის რანგში შეიძლება იქნეს განხილული ნათია ჯანაშიას მიერ აკადემიის წესდების დადგენილ ვადაში კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის ბოიკოტირების ფაქტი, რითაც აკადემია პირდაპირ დააყენა იურიდიული ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე - კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობა აკადემიის საქმიანობას სამართლებრივად აუქმებდა. ეს უკვე 2026 წლის 13 მარტს მოხდა.

ეს ნაბიჯები ცხადყოფს ნათია ჯანაშიას სულისკვეთებას - რომ თუ სკოლა მას არ ეკუთვნის, დაე საერთოდ განადგურდეს და შეწყვიტოს არსებობ- განმარტავენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

"გარდა იურიდიული ბლოკადის ამ ფაქტებისა, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა კიდევ არაერთი ფაქტი და გარემოება, რომლებმაც დაადასტურა, რომ ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახური წყვილი არ ერიდება რადიკალურ, ძალისმიერ და დესტრუქციულ ქმედებებს უშუალოდ აკადემიის შენობაშიც. აღნიშნული დასტურდება მთელი რიგი ოფიციალური დოკუმენტაციით. კერძოდ, პარტნიორებს შორის მიმდინარე დავის პერიოდში, ჯანაშიას ოჯახის წევრთა მხრიდან ადგილი ჰქონდა აკადემიის ტერიტორიაზე, ყოველგვარი უფლების გარეშე, აგრესიული ფორმით შეჭრას, სასწავლო პროცესის ჩაშლ მცდელობასა და არასრულწლოვანი მოსწავლეების ფსიქოლოგიური დაშინებას. დაფიქსირდა ზამთარში სკოლის ცენტრალური გათბობის პარალიზების მცდელობა, იმ მიზნით, რომ შენობაში გაუსაძლისი პირობები შექმნილიყო, რასაც, იდეაში, მშობლების პროტესტი და სასწავლო პროცესის გაჩერება უნდა გამოეწვია.დაფიქსირებულია ასევე, ძალიან საშიში ფაქტი - აკადემიის ტერიტორიაზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის დამალვა, რაც თავისთავად დიდ რისკფაქტორია მოწაფეებისა და პედაგოგებითვის", - აცხადებენ აფბაში.

ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურში აღნიშნავენ, რომ როგორც იკვეთება, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნათია ჯანაშიას მხარის მიერ წარმოებულმა აგრესიულმა ა ცილისმწამებლურმაკამპანიამ, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ჯანაშიას მხარმ სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო, რამდენადაც დაინტერესებულმა საზოგადოება კარგად გაიცნო მათი ხელწერა, და უკვე იოლად იგებს, რომ მათი ნებისმიერი საჯარო განცხადების თუ საჩივრის შინაარსი უნდა ამოიკითხოს პირიქით.

კერძოდ, ფაქტად წარმოდგენილი ესა თუ ის ამბავი, რომლებსაც ისინი პათეტიკურად და ნაძალადევი დრამატიზმით ჰყვებიან (როგორ იჩაგრებიან ინვესტორის მიერ, როგორ ართმევენ აკადემიას და ა.შ.), რეალობაში საერთოდ არ მომხდარა ან ყველაფერი საპირისპიროდ იყო", - აღნიშნავენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.