ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. თურნავამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მისცა ჩვენება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„სხდომა დახურული იყო... ჩვენი ნებისმიერი მოქმედება კანონითაა განპირობებული, თუ ბანკი დასაჯარიმებელია, ვაჯარიმებთ...

ბანკებს ვუწესებთ ჯარიმას, როცა ეს აუცილებელია",- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს „ქართუ ბანკი“ დააჯარიმა. სწორედ აღნიშნული ფაქტის გარშემო დაიკითხა თურნავა.